national delicacy

✈ ✈ გაატარეთ დაუვიწყარი ახალი–წელი ინდოეთში

  • ID: 10632
  • ნახვები: 9808
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ საახალწლო ტურს ინდოეთის მიმართულებით დან

პერიოდი: 28/12/15–01/01/16
ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში
ფასში შედის : 
ტრანსფერი 
განთავსება სასტუმროში (4 ღამე/5 დღე) 
სამოგზაურო დაზღვევა
რუსულენოვანი გიდის მომსახურება
ყოველდღიური დილის საუზმე სასტუმროში
საახალწლო გალა საღამო ჯაიპურის სასტუმროში
ჩასვლისას და გამოფრენისას დახმარება
სასტუმროში რეგისტრაცია და გამოსვლა
კონდიცირებული ტრანსპორტი მძღოლით ყველა ტრასფერში და ექსკურსიაში
სავიზო მხარდაჭერა
TEZ GSM –ის საერთაშორისო როუმინგ სიმ ბარათი

ფასში არ შედის ავიაბილეთი (თბილისი – დელი – თბილისი )
სავიზო მოსაკრებელი

ტურის აღწერა :
დღე 1 – 28 დეკემბერი – ჩასვლა ინდოეთის დედაქალაქ დელიში. ტრადიციული თბილი დახვედრის შემდეგ - ტრასფერი თქვენს სასტუმროში, რეგისტრაცია, დასვენება და ღამე დელის სასტუმროში.

დღე 2 – 29 დეკემბერი
ექსკურსია ქალაქში, ტრასფერი აგრაში 
საუზმის შემდეგ თქვენ გელოდებათ ქალაქის ექკსურსია და გაცნობა ძველი და ახალი დელის ღირსშესანიშნაობებთან. დილით თქვენ მოინახულებთ ჯამა მასჟიდ-ს - ყველაზე დიდ მეჩეთს ინდოეთში, რომელიც გამოირჩევა მუსულმანური რელიგიისგან განსხვავებული არქიტექტურით. შემდგომ მოინახულებთ წითელი ფორტის კედლებს, ეს არის დიადი გამაგრებები, რომლებიც გაკეთებულია წითელი ქვიშისგან, ოდესღაც აქედან მართავდა მონღოლეთის იმპერატორი შახჯახანი სახელმწიფოს და აქ გამოცხადდა ინდოეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
ექსკურსია გაგრძელდება ახალ დელიში. თვქენ გელოდებათ ოქროს გუმბათოვანი თეთრი ტაძარი - სიკსხის გურუდვარუ ბანგლა სახიბ, მოქმედი ტაძარი, ითვლქება რომ აქ ნაკურთხი წყლის დალევა კურნავს მორწმუნეებს სხვადასხვა დაავადებებისგან. თქვენ გაივლით ქალაქის ცენტრალურ გამზირს და ნახავთ პრეზიდენტის სასახლეს და პარლამენტის შენობას. ცოტა ხნით შეჩერდებით ინდურ კარიბჭესთან - ინდოეთის სამხედროების მემორიალური თაღთან. შემდგომ ეწვევით კუტაბ მინარის კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს მე12 საუკუნის ინდო-ისლამური არქიტექტურის ნიმუშს.
შემდგომ ტრანსფერი აგრაში, სადაც მდებარეობს მსოფლიოს მეშვიდე საოცრება თაჯ მახალი.
ჩასვლა აგრაში, რეგისტრაცია, დასვენება და ღამე სასტუმროში.

დღე3 – 30 დეკემბერი – ტრასფერი აგრა-ჯაიპური

თქვენ მოინახულებთ თაჯ-მახალს - იმპერატორ შახ ჯახანის თავის ცოლისადმი არჟუმანდ ბანო (მუმტაზ მახალ) სიყვარულის აქრიტექტურული განსახიერებას, მას აგრეთვე უწოდებენ „მარმარილოში განსახიერებულ პოემას“ “ინდოეთის მარგალიტს“ ან დიდი პოეტის და მწერლის რობინდრანატ ტაგორას სიტყვებით, „ცრემლი, რომელიც გაქვავებულია უსასრულობის ლოყაზე“.
შემდგომ თქვენ ეწვევით აგრას ფორტს (1565-1573), რომელიც ააშენა იმპერატორმა აკბარმა წითელი ქვიშისგან, რომლის კედლებს მიღმა განთავსებულია სასახლეები, მიღებების დარბაზები, კერძო მოსასვენებლები, მეჩეთები და ბაღები.
ექსკურსიის შემდეგ - ტრასფერი ჯაიპურში, რაჯასტანის დედაქალაქში, რომელიც ცნობილია, როგორც „ვარდისფერი ქალაქი“, სახელწოდება მან მიიღო ძველ კვარტალში განლაგებული სახლებისა და შენობების კედლების ფერების გამო. ჯაიპური დაფუძნებული იყო მახარაჯა სავაი ჯაი სინთხი II მიერ 1727 წ, ახალგაზრდა არქიტექტორ ვიდხიადხარა ბხატაჩარას პროექტის მიხედვით, რომელიც იყო შექმნილი ყველა ძველინდური აქრიტექტურის შილპა შასტრას კანონების დაცვით.
ჯაიპურში ჩასვლა, რეგისტრაცია, დასვენება და ღამე სასტუმროში.

დღე 4 – 31 დეკემბერი – ჯაიპური
თქვენ დაათვალიერებთ ამბერის ფორტს, რომელიც დაფუძნდა 1952 წელს მახარაჯა მან სინთხის მიერ. სასახლე - ციხესიმაგრე ამბერი წარმოადგენს ინდოეთის რაჯპუტური არქიტექტურის ერთერთ ნიმუშს, რომელიც აერთიანებს რაჯპუტულ და მონღოლურ არქიტექტურას. თქვენ გეძლევათ შანსი თავი იგრძნოთ მახარაჯად და როგორც ძველ ამბერში, ახვიდეთ სასახლე-ციხესიმაგრეზე ლამაზად მორთულ სპილოზე ამხედრებული, ბარაბნების საზეიმო მისასალმებელი ხმების ქვეშ, როგორც ეს იყო რამოდენიმე საუკუნეების წინ. 
შემდეგომ თქვენ მოხვედბით პატარა, მაგრამ ერთადერთ ჯაგატ შირომანის (1599-1608) ინდურ ტაძარში, რომელიც ეძღვნება ვიშნას და ღვთაებრივ წყვილ კრიშნა და მირა ბაის. მირა ბაი (1498-1557) იყო დიდი ინდური წმინდანი და პოეტესა, ვიშნუიდური პოეზიის წარჩინებუკლი წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებითი თემა იყო მისი სიყვარული კრიშნას მიმართ. ტაძარი საინტერესოა მისი დახვეწილი ქვაში ნაკვეთი ორნამენტებით. 
სადილის შემდეგ თქვენ გელოდებათ ქალაქის სასახლე, რომლის ნაწილი დღესაც არის ჯაიპურის მმართველების მემკვიდრეების რეზიდენცია. თქვენ აქ საშუალება მოგეცემათ დაათვგალიეროთ მუზეუმები და ნახოთ სამეფო კოლექციის მამაკაცის კოსტუმები. რომლებიც არის მოქარგული შალეს ოქროს ძაფებით და აბრეშუმის სარი და სხვა. აგრეთვე ნახავთ იარათის კოლექციას და ჯაიპურის მონიატურების ტრადიციულ კოლექციას, რომლებიც დახატულია ბუნებრივი სათებავი-მინერალებით ბრინჯის ქაღალდზე ან აქლემის ძვალზე.
აგრეთვე თქვენ გაეცნობით ჯანტან-მანტარს, უძველეს ობსერვატორიას, რომელიც ააშენა მახარაჯა სავაი ჯაი სინთხმა, იგი წარმოადგენს უზარმაზარ კომლექსს, რომელიც აღჭურვილია უნიკალური უდიდესი ქვების კონსტრუქციებით, რომელიც გამოიყენებოდა ამინდის პროგნოზისთვის, მზის დაბნელების ამოცნობისთვის, დროის განსაზღვრისთვის, აგრეთვე სხვადასხა ციური მნათობების დისტანციის განსაზღვისთვის და ჰოროსკოპის შედგენისათვის. ზუსტად აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის საათი სამრატ იანტრა (27მ).
შემდეგომ რამოდენიმე წუთით გაჩერდებით ქარის სასახლესთან, იმისთვის რომ სურათები გადაიღოთ ამ მცირე, მაგრამ განუმეორებელი ფასდადურ შენობის ფონზე, რომელიც აგებულია ქითელი ვიშისგან კრიშნას გვირგვინის ფორმის სახით, 953 პატარა ფანჯრით, რომლებიც საშუალებას იძლევა განიავდეს ოთახები. აქედან იღებს მისი სახელწოდება სათავეს - „ქარების სასახლე“. ის აშენებული იყო სავაი პრატაპ სინთხის მიერ 1799 წელს სამეფო ოჯახის ქალი წევრებისათვის, მისი ფანჯრებიდან ქალბატონებს უშიშრად შეეძლოთ დაენახათ ქალაქის ცხოვრება და სადღესასწაულო ღონისძიებები ისე რომ გარეშე თვალთაგან შეუმჩნეველი ყოფილიყვნენ. 
ახალი წლის შეხვედრა ჯაიპურის ისტორიულ სასახლეში 
DIGGI - PALACE

ამ საღამოს თქვენ გელოდებათ ახალი წლის მოსვლის აღნიშვნა. თქვენი ინდური სტილის სასახლე იქნება მორთული ახალი წლის საღამოსთვის, სადაც გაიმართება გალა საღამო ცეკვებით ან საცეკვაო მოედანი დიჟეით. საღამო ნელნელა გადაიზრდება დამდეგ ახალი წლისკენ, რომელსაც თქვენ შე ხვდებით სასტუმროს სხვა მცხოვრებლებთან ერთად.
დიგგის სასახლ;ე - ეს არის რაჯასტანის დედაქალაქის შუა გულში, გარშემორტყმული თაღებითა და მოვლილი ბაღებით, ნამდვილი ოაზისი. ეს სამებო სასახლე აშენდა 1860 წელს, ჯაიპურის ძველ ნაწილში. 
საახალწლო ვახშამის ღირებულებაში შედის: საჭმელი, ვახშამი-შვედური მაგიდა, გამაგრილებელი სასმელები. ალკოჰოლური სასმელები არ შედის. შვედური მაგიდა არის მულტი სამზარეულო, რომელშიც შედის ჩინური, კონტინენტალური და ჩრდილოეთ ინდოეთის სამსარეულო.
ახალი წლის შეხვედრა ინდურ სტილში, რაჯასტანის დედაქალაქში გახდება თქვენთვის დაუვიწყარი ღონისძება.

დღე 5 – 1 იანვარი – გვიანი სადილი და დილის დასვენება. ტრასფერი დელიში. ჩასვლა დელიში და ტრასფერი თქვენს სასტუმროში (არ შედის გადასახადში).
თქვნი შემდგომი პროგრამიდან გამომდინარე ჩასვლა მოხდება საერთაშორისო ან ადგილობრივ აეროპორტში .

ფასი USD ერთ ადამიანზე 5*/ Heritage 4*/ Heritage 3*/ Heritage
1/2 TWIN ან DBL _____________$631 _____$476____$436
1/3 TRPL ___________________$585______$449____$416
SNGL ______________________$962_____$656____ $579

ქალაქი - ღამე - 5*/ Heritage - 4*/ Heritage - 3*/ Heritage
დელი --- 1 Le Meridien - Royal Plaza - Star Grand Villa
აგრა ------1 Jaypee Palace - Clarks Shiraz - Atulyaa Taj 
ჯაიპური - 2 Diggi Palace - Diggi Palace - Diggi Palace

დაგვიკავშირდით; 2 368 068 ; 2 368 571
577 144575; 598 577777

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა