დავით გარეჯი - სიღნაღი
EDIA Travel Group გთავაზობთ ერთდღიან საშემოდგომო ტურს : დავით გარეჯა-ბოდბის მონასტერი- ხირსის მონასტერი- სიღნაღი.
- დავით გარეჯა - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი VI-XVIII ს. მონასტრის დამაარსებელია ასურელი წმინდა მამა დავით გარეჯელი. გარეჯი არქიტექტურის გარდა გამორჩეულია კედლის მხატვრობით,რომელიც თავისუფალია ბიზანტიური გავლენისგან. 1616 წელს შაჰ-აბასმა აქ 6000 ბერი ამოხოცა და მონასტერი გაძარცვა. აქ შეიქმნა საგალობელი ,,შენ ხარ ვენახი’’.
- ბოდბის მონასტერი - IV- IX სს. აქ აღესრულა და დაიკრძალა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ამჟამინდელი კედლის მხატვრობა მიეკუთვნება 1823 წელს.
- ხირსის მონასტერი - VI – XVI სს. მონასტერი დააარსა ასურელმა წმინდა მამამ სტეფანე ხირსელმა,რომელიც იქვეა დაკრძალული. ტაძარი მრავალჯერაა გადაკეთებული; ერეკლე II მეფობის დროს ხირსა ჯარის შეკრების ადგილი იყო.
- სიღნაღი - XVIII საუკუნის ციხე-ქალაქი,რომელიც გადაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს, გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და კოლორიტით.
მარშრუტი
8:00 - გასვლა თბილისიდან;
10:00 - გარეჯა - დავითის ლავრა და აღდგომის ტაძარი
13:30 - კაჭრეთი
15:00 - ბოდბის მონასტერი;
16:30 - ხირსის მონასტერი
17:40 - სიღნაღი- (ეროვნული მუზეუმი და სარაჯიშვილის მუზეუმი, წმ.სტეფანეს და წმ.გიორგის ეკლესიები)
19:00 - ვახშამი სიღნაღში
22:00 - გამოსვლა სიღნაღიდან თბილისისკენ.
სრული გასავლელი მანძილი - 320 კმ.
მდებარეობა - ცივ-გომბორის სამხრეთი ქედი.
ტურის ღირებულება -ერთ პერსონაზე- . კვების გარეშე -
ღირებულება მოიცავს :
- ტრანსპორტირება
- საღამოს ვახშამი სიღნაღში
- გიდი