ერთ დღიანი ტური სამცხეში
„EDIA Travel Group“ გთავაზობთ კულტურულ ტურს ს უძველეს კუთხეში- სამცხეში. აქ შეგიძლიათ ნახოთ IX-საუკუნის მწვანე მონასტერი. გზად გავივლით აწყურის ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრეს , რომელიც პირველად იხსენიება მე-10 საუკუნეში. აწყური რთული და საინტერესო ნაგებობაა. ციხეში შესვლა მხოლოდ კლდეში ნაკვეთი ვიწრო გვირაბით შეიძლება. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის და სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა შეინიშნება. შემდეგ გავემართებით ულამაზესი მონასტერის სანახავად, მისი თვალწარმტაცი ხედი მოულოდნელად გადაიშლება ჩვენს თვალწინ მაშინ, როცა მიუახლოვდებით, ამიტომაც ეწოდა მას საფარა. ტურის დასასრულს ვესტუმრებით ახალციხის ციხეს „რაბათს“, რომელიც IX-საუკუნით თარიღდება. 2011-2012 წლებში ციხის კომპლექსი მთლიანადა განახლდა. ქალაქი ახალციხე სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალქი, ციხე-სიმაგრისა და ციტადელისგან. თქვენ გიმასპინძლებთ ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი რომელიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. აქ ყველაფერია იმისთვის რომ ტურისტმა საინტერესოდ და კომფორტულად გაატაროს დრო, დაისვენოს, გაერთოს.
მარშრუტი
- 8:00სთ- გასვლა
- მწვანე მონასტერი
- აწყური
- კვება (ინდივიდუალური)
- საფარა
- რაბათი
- დაბრუნება თბილისში
სრული გასავლელი მანძილი 450 კმ.
მდებარეობა ს სამხრეთ მხარე
ტურის ღირებულება - ერთ პერსონაზე
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული 18 ადგილინი მიკრო ავტობუსით.
- პროფესიონალი გიდის მომსახურება
დამატებითი ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე: 032-2340-350 ან 568-814-212 ნინო