25 ოქტომბერს
აღმოაჩინე კახეთი !!
ტურის ღირებულება:
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
ტურის სახე: კულტურული/ისტორიულ/შემეცნებითი
ღირებულებაში შედის:
კომფორტული ტრანსპორტით ტრანსპორტირება
პროფესიონალი გიდის მომსახურეობა
ჯგუფური ფოტოების გადაღება
10:00 - გამგზავრება რედისონ ბლუ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან კახეთის მიმართულებით.
უჯარმის ციხე-ქალაქი. უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. თუმცა უჯარმის ძლიერ ქალაქად ქცევა ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. სწორედ აქ, სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. დღეს ეს ხატი თბილისში, ს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
თელავის დიდი ჭადარი - დგას ქალაქ თელავის ცენტრში, მის ისტორიულ უბანში "ბატონის ციხე”-სა და "ბატონის წყარო”-ს მიდამოებში, კერძოდ კი ს სახელგანთქმული მეფის, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ. ეს ხე კარგადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში თავისი ხანდაზმულობითა და სიდიდით, რომელიც დაახლოებით 800 წლისაა, სიმაღლით არის 40 მეტრი და მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. ცნობილია, რომ ამ ჭადარს სანახავად სწვევიან დიდი ქართველი მწერლები ილია, აკაკი, ვაჟა და სხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი მოღვაწეები. როგორც ადრე, ეს ხე დღესაც მრავალ მნახველს იზიდავს და ხიბლავს თავისი სიდიადითა და სილამაზით.
დაბრუნება თბილისში, ტურის დასასრული