6 დღიანი ტური კაბადოკიაში
,, ნიმა ტურსი'' გთავაზობთ:
6-7-8-9-10-11 ნოემბერი,კაბადოკიის მიმართულებით.
გასვლა: 6 ნოემბერს
ტურის ღირებულება:
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
3 ღამის გატარება კაბადოკიაში
კვება
კომპანიიდან გამყოლი
გიდი
ფოტოგადაღება
ტურის განრიგი კი ასეთია:
გასვლა თბილისიდან 6 ნოემბერს დილის 9 საათზე.გამგზავრება სარფის საბაჟოდან თურქეთის მიმართულებით.კაბადოკიაში ვიქნებით 7 ნოემბერს დილის 8 საათზე.
დაბინავება ქალაქ გორემეში,დასვენება 3 საათი.შემდეგ კი გავალთ და მოვინახულებთ: Goreme-ს მუზეუმს ღია ცის ქვეშ, Monkis ხეობას, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს. დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი.
დღე მეორე:გავემგზავრებით Ihlara -ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuyu -ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს. ტურის ბოლოს გავემგზავრებით სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
დღე მესამე:გიუზელრუთს – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწისქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა.ასევე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს.
კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping -ით. გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით.
დღე მეოთხე:გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით, ვნახავთ სუმელას სამონასტრო კომპლექსს რომელიც არის მართლმადიდებლური,ასევე მცირე აია სოფიას ტაძარს.გამომგზავრება თბილისისკენ და ჩამოსვლა 11 ნოემბერს
დამატებით ხარჯს შეადგენს მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები სურვილისამებრ,რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 40~50 ლირას.
გასვლა:ქ,თბილისი, მარჯანიშვილის მოედნიდან 6 ნოემბერს 09:00 საათზე
გასვლა: ქ.რუსთავი,შარტავას მიმდებარე ტერიტორია 08:30 საათზე. ჩაწერა ხდება წინასწარ 4 ნოემბრამდე.ინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით: მარი; ქეთი