- ნამდვილი საექსკურსიო პროგრამა ისრაელში (8 დღე/7 ღამე)
ყურადღება: საზღვარზე ვერ გადასვლის შემთხვევაში ჩვენ საექსკურსიო პროგრამაში გადახდილი თანხის 50% დაგიბრუნებთ უკან!!!
იერუსალიმი, თელ-ავივი, იაფა, მინი-ისრაელი, ბეთლემი, გალილეია, მკვდარი ზღვა
აირჩიე სასურველი პერიოდი: ოქტომბერი 5, 12, 19, 26; ნოემბერი 2, 9, 16, 23, 30; დეკემბერი 7, 14, 21, 28; იანვარი 4, 11, 18, 25; თებერვალი 1, 8, 15, 22
1 დღე (ორშაბათი)
ჩასვლა ბენ გურიონის აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება იერუსალიმის სასტუმროში.
2 დღე (სამშაბათი)
ექსკურსია: ქრისტიანური იერუსალიმი. ვილა დოლოროსა – ქრისტეს მიერ გავლილი გზის მონახულება, გოლგოთა, გეთსამანიის ბაღი და ყველა ეროვნების სამლოცველო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. სიონის მთის ქრისტიანული სიწმინდეები: საიდუმლო სერობის ადგილი, წმ. მარიამის მიძინების ადგილი, გოდების კედელი..
3 დღე (ოთხშაბათი)
ექსკურსია: თელ-ავივი, უძველესი იაფა, მინი ისრაელი. გასეირნება ძველ იაფაში: ადგილი, სადაც აშენდა ნოეს კიდობანი, ანდრომედას კლდე, უძველესი მსოფლიოს საზღვაო პორტი, წმ. პეტრას ტაძარი, «ბერძნული მონმარტი». მიმოხილვითი ექსკურსია თელ-ავივში: მე-20 საუკუნის არქიტექტურული, მინი-ისრაელის პარკის მონახულება. ისრაელის მიწის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობების მაკეტის უდიდესი პარკი მსოფლიოში, ასევე ნახავთ რამან განსკის ბრილიანტების გამოფენას.
4 დღე (ხუთშაბათი)
ექსკურსია: ბეთლემი და რუსული იერუსალიმი, იესო ქრისტეს შობის ტაძარი. იერუსალიმი, ელიას მთაზე რუსული მართმადიდებლური ტაძრები: ამაღლებისა და მარიამ მაგდალინელის მონასტერი, იესო ქრისტეს ამაღლების სამრეკლო (დამატებითი საფასურის შემთხვევაში).
5 დღე (პარასკევი) თავისუფალი დღე იერუსალიმში.
6 დღე (შაბათი)
ექსკურსია: ქრისტიანული გალილეა. ნაზარეთი (იესო ქრისტეს ნაკვალევი). ხარებისა და წმ. იოსების ტაძარი, თაბორის მთის ხედი -- იესო ქრისტეს ფერისცვალების ადგილი. მდინარე იორდანია – მონათვლის ტრადიციული ადგილი, ტბა კინერეთი, გალილეის ზღვა, ტაბხა – თევზისა და პურის გამრავლების სასწაულის სახელობის ტაძარი. კაპერნაუმი - კაპერნაუმი – მთაზე ქადაგების ადგილი.
7 დღე (კვირა)
გამგზავრება მკვდარ ზღვაზე: სპა-სასტუმრო. დასვენება სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კომპლექსის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სასტუმროში. პლიაჟი და ბანაობა მკვდარი ზღვის სანაპიროზე, საცურაო აუზები თბილი, მინერალური და მტკნარი წყლით.
8 დღე (ორშაბათი)
ჯგუფური ტრანსფერი ბენ-გურიონის აეროპორტში.
შენიშვნა:
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი, რომელსაც თქვენ ირჩევთ თქვენი სურვილისდა მიხედვით (ავიაბილეთის თანხა არდაბრუნებადია)
თბილისი => თელ-ავივი => თბილისი ან ქუთაისი => თელ-ავივი => ქუთაისი
ღირებულებაში შედის:
3*-იან სასტუმროში განთავსება
დილის საუზმე
სამოგზაურო დაზღვევა
რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა
ტრანსფერები
კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილება მთელი ტურის განმავლობაში
საერთაშორისო სიმ ბარათი
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშრდით:
☏ 2 03 37 37 (თბილისი)
☏ (0431) 25 37 37 (ქუთაისი)
✆
✉
ყურადღება! ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში!
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე, ორ ადგილიან ნომერში