national delicacy

მცხეთის კულტურულ-პილიგრიმული ტური

  • ID: 11107
  • ნახვები: 9505
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ უძველესი ქალაქის, მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა არა მხოლოდ ს უძველესი დედაქალაქი, არამედ ქართული ცივილიზაციის საწყისი ადგილია. მცხეთა შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ტურის განმავლობაში მოინახულებთ ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერს და არმაზციხეს (ბაგინეთი).

  • მცხეთა - ს უძველესი დედაქალაქი, რომლისგან იწყება ქართული ცივილიზაციის ისტორია. მცხეთის და ,,დიდი მცხეთის’’ ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ III-II ათასწლეული). მცხეთა იყო ში ქრისტიანობის გავრცელების აკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი მე-12 საუკუნემდე.
  • ჯვრის მონასტერი - ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, დგას მთის წვერზე, მდინარეების-მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღმართა, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერები.
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - პირველად აქ მეფე მირიანის დროს აშენებული ხის ეკლესია იყო, რომლის ადგილას ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის ბოლოს ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, ხოლო XI საუკუნეში კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
  • სამთავროს დედათა მონასტერი - დღეისათვის არსებული კომპლექსი მოიცავს მცირე ეკლესიას,რომელიც მიჩნეულია წმ.ნინოს სახელობის ეკლესიად; დიდ  ტაძარს, რომელიც აგებულია XI ს. I ნახევარში.
  • არმაზციხე (ბაგინეთი) - ძვ. წ IV.- ახ.წ. VIII. არმაზციხის ნაქალაქარი უდიდესი და ერთერთი უძველესი კულტურული ძეგლი ში. იგი მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის , პერსეპოლისის სათავდაცვო ნაგებობებისა.არმაზციხეზე მიკვლეულია სამი კულტურული ფენა. I-ფენა მიეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს. II ფენა ძვ. წ. II – I საუკუნეებს, ხოლო III-ფენა მიეკუთვნება  ახ. წ. I-საუკუნიდან  მცხეთის დედაქალაქობის დასრულებამდე. შიდა ციხეში აღმოჩენილია ბურჯებიანი დარბაზი, აბანოები, მარანი, სადაც შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრივებული ქვევრები.

მარშრუტი :

09:00 -  გასვლა თბილისიდან მცხეთისკენ. შეკრების ადგილი : აღმაშენებლის 176.

  • ჯვრის მონასტერი
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
  • სამთავროს დედათა მონასტერი
  • არმაზციხე (ბაგინეთი)

18:00 -  ტურის დასასრული, დაბრუნება თბილისში.

ტურის სახე : კულტურული, პილიგრიმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

- სალომე.  2 340 340 - ოფისი.        

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00