გთავაზობთ ორ დღიან გასართობ, შემეცნებით,სალაშქრო ტურს კახეთის ულამაზეს მხარეში – ქიზიყში – პირველ დღეს დავლაშქრავთ ხორნაბუჯის ციხეს, არწივების ხეობასა, და ელიას მთას, რომლებიც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია.გარდა იმისა, რომ ხორნაბუჯი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია , ელიას მთა რელიგიური, ხოლო არწივების ხეობა ცნობილია უამრავი არწივის ბუდეებითა და თავისი მისტიური სამყაროთი,თითოეული ღირსშესანიშნაობიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ალაზნისა და შირაქის ველებზე…დათოვლილ კავკასიონზე,რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ ადგილებს. საღამოს დავბრუნდებით ხორნაბუჯთან ახლოს მდებარე სოფელში და დავრჩებით საოჯახო სახის სასტუმროში(სახლში), სადაც გველოდება მყუდრო გარემო, შეშის ღუმელი, კოცონი, მწვადი ღვინო, მუსიკა და მხიარული განწყობა..
მეორე დღეს მოვინახულებთ ხირსისა და ბოდბის მონასტრებს და სიყვარულის ულამაზეს ქალაქ სიღნაღს,თავისი ცნობილი გალავნითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით. საღამოს დავბრუნდებით თბილისსში სავსე ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ტურის ღირებულება:
ფასში შედის: მგზავრობა, კვება, ღამის თევა სახლში, გამყოლის(გიდის) მომსახურება
შეკრების დრო და ადგილი: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 09:00
გასვლა შედგება ამინდის მიუხედავად, სასურველია წამოიღოთ წვიმისგან
დამცავი(საწვიმარი,დუტი)
გასათვალისწინებელი პირობები: სეზონის ამ დროისთვის საკმაოდ ეციება, ამიტომ გთხოვთ
გაითვალისწინოთ და ჩაიცვათ შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: facebook: