national delicacy

გაატარე სპირიდონობა საოცარ კორფუზე !!!!

  • ID: 11828
  • ნახვები: 11756
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/15
    დაბრუნება
    • 15/12/15
დამატებითი ინფორმაცია

გაატარე სპირიდონობა საოცარ კორფუზე !!!!
 გამგზავრების პერიოდი 08.12-15.12 
ფასი ერთ ადამიანზე 933 ევრო
===============
1 დღე
ქ.თესალონიკის აეროპორტში ჩაფრენა– სუროტი – ვასილიკა – სალონიკი
შეხვედრა აეროპორტში მომლოცველთა ცენტრ „სოლუნის“ მართლმადიდებელ გიდთან. წმ. იოანნეს მონასტრის მოლოცვა,სადაც მდებარეობს ბერი პაისის საფლავი და ინახება წმ. არსენი კაპადოკიელის ნაწილები. ამის მერე წმ. ანასტასიას მონასტერში გამგზავრება, სადაც ინახება წმ. თეონას ნაწილები, ასევე მიტროპოლიტ სოლუნელის ნაწილები. დაბრუნება სალონიკში, სასტუმროში განთავსება,ვახშამი.
===============
2 დღე
სალონიკი – ვერია –კალამბაკა 
სალონიკის მიმოხილვითი ექსკურსია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი ტაძრის მონახულება,რომლებშიც ინახება წმინდა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატები:
• წმ. დიმიტრი სოლუნელის ტაძარი,რომელიც, სალონიკის მფარველად ითვლება. ტაძარში ინახება მისი წმინდა ნაწილები,ასევე წმ. ანისიის და გრიგორის ნაწილები. 
• წმ. სოფიას ტაძარი, სადაც ინახება წმ. ბასილის, თესალიის მიტროპოლიტის ნაწილები.
• წმ. იოანნეს ტაძარი და წმ. წყარო I – III საუკ.
• წმ. გრიგოლ პალამას საკათედრო ტაძარი,სადაც ინახება მისი წმინდა ნაწილები. გამგზავრება ვერიის რაიონში წმ. იოანნეს სკიტის მოსალოცად. აქ ინახება წმ. კლიმენტი ოხრიდელის თავი, ასევე იოანნე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი. აქვე მდებარეობს მოწამეების გრიგოლ პალამასა და დიონისე ოლიმპიელის კელიები. გამგზავრება ქ. ვერიაში იმ ადგილთან სადაც ქადაგებდა პავლე მოციქული (პავლე მოციქულის ტრიბუნა). გამგზავრება კასტანიაში და პანაგია სუმელას ტაძრის მოლოცვა. თქმულების თანახმად ეს სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი დაწერილია ლუკა მოციქულის მიერ. გამგზავრება კალამბაკაში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
===============
3 დღე
კალამბაკა –მეტეორა –იგუმენიცა–კორფუ
საუზმე. მეტეორას 3 მონასტრის მოლოცვა: წმ.ბარბარეს (დედათა მონასტერი) ან წმ. სტეფანეს (დედათა მონასტერი), დიდი მეტეორა (მამათა მონასტერი), წმ. ნიკოლოზის (მამათა მონასტერი). გამგზავრება იგუმენიცაში. პარომით კ. კორფუზე ჩასვლა. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
===============
4 დღე
კორფუ 
სადღესასწაულო ლიტურგია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში. საუზმე. სიწმინდეების მოლოცვა: თეოდორას, საბერძნეთის დედოფლის სახ. ტაძარი, სადაც ინახება მისი წმინდა ნაწილები, წმ. იოანეს ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარი, მოციქულების იასონისა და სოსიპატრას ტაძარი, სადაც ინახება მათი წმინდა ნაწილები. გამგზავრება კანონიში,სადაც მდებარეობს ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით. ვახშამი.
===============
5 დღე
კორფუ
საუზმე. მონასტრების მოლოცვა: კასოპიტრას ღვთისმშობლის მონასტერი ან წმ. დიდმოწამე ეფემიას მონასტე. კასოპიტრას ღვთისმშობლის მონასტერი მდებარეობს ნ-კ კანონიზე, მცირე ზომის კუნძულ პონტიკონისისთან ახლოს პატარა მონასტრით ვლაქერნის ღვთისშობლის ხატით. კასოპიტრას ღვთისმშობლის ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელიც ახალგაზრდას, რომელიც უსამართლოდ დააბრმავეს ვენეციელებმა, ახალ თვალებს ჩუქნის. ამის შემდეგ ამ ხატს უამრავი ადამიანი მიმართავს თვალის დაავადებათა განსაკურნებლად. XV საუკუნეში დაარსებული დიდმოწამე ეფემიას დედათა მონასტერი–ქ. კერკირას უძველესი მონასტერია. მონასტერი განლაგებულია ბოტანიკური ბაღის- მონ რეპოს შესასვლელში. აქ ინახება წმ. ეფემიას სასწაულმოქმედი ხატი და წმ. იოანე რუსის ქუდი. გამგზავრება პალეოკასტრიცაში. მოქმედი მამათა მონასტრის «ზოოდუხუ პიგი»-ს მოლოცვა, რაც ნიშნავს „მაცოცხლებელი წყარო“-ს პანტოკრატორის მთა კამარელასთან მიმდებარე ტირიტორიაზე ,წმინდა ისიხასტირიონი რომელიც ბუკვალურად ნიშნავს დუმილის ადგილი ასევე პანტოკრატორის საპატივცემულოდ. აქვე არის შემორჩენილი უძველესი წმინდა ტაძრის ნანგრევები უნიკალური ვიზანტიის პერიოდის ფრესკებით. სასტუმროში დაბრუნება. ვახშამი.
===============
6 დღე
კორფუ - სალონიკი
საუზმე. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში ლიტურგიაზე დასწრება. კინოპიასტეს დასახლებაში წმ. პარასკევას მონასტრის მოლოცვა. მონასტრის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეებია-წმ. დიდმოწამე პარასკევას დიდი სასწაულმოქმედი ხატი და წმინდანის მარჯვენა ხელი. სალონიკში დაბრუნება. სასტუმროში განთავსება.ვახშამი.
==============
7 დღე
სალონიკი – კავალა – პორტო ლაგოსი – სალონიკი 
საუზმე. ქალაქ ფილიპებში გამგზავრება, პავლე მოციქულის საპყრობილესთან. წმ. ლიდიას- ევროპის ტერიტორიაზე პირველი გაქრისტიანებული ქალი, რომელიც მონათლა პავლე მოციქულმა, ნათლობის ადგილის ნახვა. ნეა კარვალიში გამგზავრება, გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის მოლოცვა. ტაძარში ინახება მისი წმინდა ნაწილები. გამგზავრება პორტო-ლაგოსში. აქ ჩამოაბრძანებენ მონასტრის იგუმენის კურთხევით ქრისტიანული სამყაროს უდიდეს სიწმინდეს -ღვთისმშობლის წმინდა სარტყელს. აქვე ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი - დედოფალი. სასტუმროში დაბრუნება. ვახშამი.
===============
8 დღე
სალონიკი – აეროპორტი. გამოფრენა
საუზმე. აეროპორტში გამგზავრება.გამოფრენა

ღირებულებაში არ შედის:
✔ სავიზო მოსაკრებელი 55 ევროს ექვივალენტი ლარში
ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში:
➤ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში!
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე, ან გვეწვიეთ ოფისში 
➣ მისამართი: კოსტავას ქ N 13, თბილისი, .
☏ 0

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/15
    დაბრუნება
    • 15/12/15
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა