national delicacy

გაატარე შობა წმინდა მიწაზე!

  • ID: 11907
  • ნახვები: 6811
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

შობაწმინდამიწაზე

იჩქარეთ, ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

მოგზაურობის პერიოდი:  04.01-11.01  (8 დღე/ 7 ღამე)

ტურის ღირებულებაა: 

 

ღირებულებაში შედის:

  • ავიაბილეთი  (თბილისი - სტამბული-თელ ავ ივი - სტამბული -თბილისი)
  • განთავსება ბეთლემში-  3* სასტუმროში  (3 ღამე)
  • განთავსება ნეტანიაში-  3* სასტუმროში   (4 ღამე)
  • კვება- პროგრამის შესაბამისად
  • ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)
  • ექსკურსიები პროგრამის შესაბამისად

 

დღე I   (4 იანვარი)

  • ჩაფრენა თელ ავივის აეროპორტში, ტრანსფერი ბეთლემში, განთავსება სასტუმროში.
  • ვახშამი
  • ღამისთევა ბეთლემში

 

დღე II  (5 იანვარი)

  • ექსკურსია ბეთლემში , რომლის დროსაც მოინახულებთ ქრისტეს შობის ტაძარს,  ბეთლემის სასწაულმოქმედ ღვთისმშობლის ხატს, სავა კურთხეულის ლავრას, იოანე დამასკელის საფლავს, „რძიან“ მღვიმეს, იერიქონი- განცდის მთა, კარანტალი - მთაზე ასვლა ფეხით, სურვილის შემთხვევაში ასვლა შესაძლებელია საბაგიროთი (დამატებითი გადასახადი ადგილზე).
  • სასტუმროში დაბრუნება
  • ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა ბეთლემში

 

დღე III  (6 იანვარი)

  • საუზმე  სასტუმროში
  • გამგზავრება იერუსალიმში, ზეთის ხილის ანუ ელეონის მთიდან დატკბებით იერუსალიმის ხედით, სახელწოდება მთამ იმ ზეთის ხილის ბაღებისაგან  მიიღო, რომელიც მის ფერდობზე  იყო გაშენებული. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა  ზეცად.
  • შემდეგ მოინახულებთ არქიმანდრიტ ანტონინის (კაპუსტინის) საფლავს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ადგილს.
  • დაათვალიერებთ ქალაქ იერუსალიმის ძველ ნაწილს: უფლის საფლავის ტაძარი, გოდების კედელი -  აქ მოსული მლოცველი კედლის ბზარებში ფურცლებზე დაწერილ ლოცვებს ტოვებს, შემდეგ დავათვალიერებთ გეთსიმანიის ბაღს, ღვისმშობლის აკლდამას, მარიამ მაგდალინელის საფლავს, სიონის მთას - ბიბლიური ტრადიციით იქ იყო მეფე დავითის რეზიდენცია და ღვთაება იაჰვეს ტაძარი, ჯვრის მონასტერს.
  • დაბრუნება ბეთლემის სასტუმროში
  • ვახშამი
  • ღამისთევა ბეთლემში

 

24:00-  04:00

  • ღამის ლიტურგია ქრისტეს შობის ტაძარში
  • ღამისთევა ბეთლემში

 

დღე  IV   (7 იანვარი)

  • საუზმე სასტუმროში
  • 11:00 - აგრძელებთ იერუსალიმის წმინდა ადგილების მონახულებას, პირველ რიგში ნახავთ გორნენის მონასტერს ეინ კარემში, იოანე ნათლიმცემლის შობის ტაძარს, გორნინსკის რუსულ მონასტერს: მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის ადგილს, გზად საშუალება მოგეცემათ მოილოცოთ წმინდა გიორგის ეკლესია.
  • განთავსება ქ.ნეთანიის სასტუმროში
  • ვახშამი
  • ღამისთევა ნეთანიაში

 

დღე V   (8 იანვარი)

  • საუზმე სასტუმროში
  • ექსკურსია ნახევარი დღე: ძველი იაფო, გადმოცემის თანახმად აქ ნოემ ააგო კიდობანი და პერსევსმა გაანთავისუფლა ანდრომედა (ბერძნული მითოლოგია). გასეირნება ქალაქის ქუჩებში, რომელთაც ახსოვს ალექსანდრე მაკედონელი და ნაპოლეონი.
  • გასეირნება თელ ავივში - ისრაელის კულტურულ და ტურისტულ ცენტრში.
  • დაბრუნება ნეთანიაში ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

 

დღე VI    (9 იანვარი)

  • საუზმე სასტუმროში
  • მოინახულებთ თაბორის მთას , სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა.
  • გალილეის ტბა, აქ უფალი ახდენდა მრავალ სასწაულს, ქადაგებდა და აღდგომის შემდეგ სწროედ აქ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აგრეთვე მოინახულებთ ადგილს სადაც მარია მაგდალინელი უფალმა განკურნა, კაპერნაუმს, 12 მოციქულის ეკლესიასა და ნეტარების მთას.
  • ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა ნეთანიაში.

 

დღე  VII   (10 აინვარი)

  • საუზმე სასტუმროში
  • მოგზაურობის ბოლო დღეს დაათვალიერებთ ნაზარეთს, ქალაქს რომელიც ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ტაძარი, სადაც წმინდა ოჯახი ცხოვრობდა. გაბრიელის ეკლესია,რომელიც მარიამის წყაროსთან მდებარეობს. მდინარე იორდანე, კანა - ეკლესია, სადაც პირველად უფალმა წყალი აქცია ღვინოდ.
  • ვახშამი სასტუმროში
  • ღამისთევა ნეთანიაში

 

 

დღე VIII   (11 იანვარი)

  • საუზმე სასტუმროში
  • ტრანსფერი ბენ გურიონის აეროპორტში
  • გამომგზავრება თბილისში

 

 

__________________________________
ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში!
ანგარიშწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში!

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 0%-იანი განვადებით!
დამატებითი კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
წინანდლის ქ. N 9, თბილისი, 0144,
მობ:
ტელ: (102)
Skype: tours.discovergeorgia
E-mail: | 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა