მოგესალმებით მეგობრებო! "მოგზაურობა ში" აწყობს 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ახალი 2018 წლის შესახვედრად სვანეთში. 31 დეკემბერი,1 და 2 იანვარი.
განსხვავებული გარემო, კარგი აურა , თოვლი, გართობა, სითბო, სიყვარული და ყველაფერი ახალი წლის დღეების გასახალისებლად.
შემოგვიერთდით და ერთად შევხვდეთ ახალ 2018 წელს ულამაზეს სვანეთში ♥
31 დეკემბერი, 1 და 2 იანვარი.
ტურის განრიგი
დღე პირველი :
ვიკრიბებით დილის 6 საათზე სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავემგზავრებით სვანეთის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ ენგურის წყალსაცავს,
ჩასვლა მესტიაში(ზღვის დონიდან 1500 მ), დავბინავდებით მესტიის საოჯახო სასტუმროში, დავისვენებთ, გავისეირნებთ მესტიაში, დავათვარიელებთ ღამით განათებულ, ულამაზეს სვანურ კოშკებს,გვექნება საახალწლო სუფრა.
დღე მეორე:
გავისეირნებთ საბაგიროთი სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე, სადაც შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, დავტკბებით ულამაზესი ხედებით, შემდეგ დავბრუნდებით მესტიაში.
დღე მესამე:
გავისეირნებთ საბაგიროთი სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე, შემდგომ დავბრუნდებით მესტიაში, დავისვენებთ, რის შემდგომაც გამოვემგზავრებით თბილისში.
ტურის ღირებულება :
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
საოჯახო სასტუმროში განთავსება
გამყოლი
ფოტო გადაღება
საახალწლო სუფრა ( ხაჭაპური, ლობიანი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები და ცოტა ალკოჰოლი, ერთჯერადი (თეფში,ჭიქა,ჩანგალი))
+ ფეიერვერკი
ღირებულებაში არ შედის:
კვება (საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს ინდივიდუალურად)
საბაგიროს საფასური
**********
ვერთობით, ერთად ვიქმნით კარგ განწყობას, ვხალისობთ, ვხვდებით ახალ 2018 წელს ბედნიერები.
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
თანხის გადმორიცხვის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სიაში ჩაწერა დაწყებულია! კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით
ტელ: ; ან მოგვწეროთ facebook-ზე.....