national delicacy

► შეხვდით ძველით ახალ წელს საბერძნეთში!

  • ID: 12507
  • ნახვები: 9453
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

► შეხვდით ძველით ახალ წელს საბერძნეთში!


► ლეგენდარული ექსკურსია ანტიკურ საბერძნეთში სალონიკიდან!


► სრული პაკეტი - 430€ 


 12.01 – 19.01 (8დღე / 7ღამე)


 დღე I
▸ მაკედონიის აეროპორტში ჩაფრენა. (სალონიკი)
▸ შეხვედრა დამხვედრი კომპანიის წარმომადგენლებთან. 
▸ მიმოხილვითი ექსკურსია სალონიკში.
▸ სასტუმროში განთავსება.
▸ სალონიკი ცნობილია მდიდარი ისტორიით და ამავე დროს დღევანდელი თანამედროვე ცხოვრებით. სალონიკი არის სტუდენტებისა და ახალგაზრდების ქალაქი. სალონიკის არქიტექტურაში ერთმანეთს ცვლის კლასიკური და თანამედროვე სტილი, ქალაქის მთავარი სიმბოლო არის თეთრი კოშკი.


 დღე II
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მიმოხილვითი ექსკურსია საბერძნეთის პატარა ქალაქ ვერგინაში. 
▸ ოლიმპოს მთათა მასივის მონახულება.
▸ ზევსის ქალაქად წოდებული „დიონის“ მონახულება.
▸ დაბრუნება სასტუმროში.
▸ მაკედონიის სამეფოს პირველი დედაქალაქის ვერგინას უნიკალური ღირშესანიშნაობების მონახულება. სადაც წარმოდგენილია მაკედონიის სამეფოს ექსპონატები და აგრეთვე სამარხები. ასევე მოინახულებთ ლეგენდარულ ოლიმპოს მთას, რომელიც არის ანტიკური ღმერთების სამყოფელი და აგრეთვე დაათვალიერებთ ზევსის უძველესი ქალაქის დიონის არქეოლოგიურ გათხრებს.


 დღე III
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მიმოხილვითი ექსკურსია საბერძნეთის ყველაზე განსხვავებულ ქალაქ კასტორიაში.
▸ განთავსება სასტუმროში ქალაქ კალამბაკაში.
▸ კასტორია არ გავს საბერძნეთის არცერთ ქალაქს. ის აოცებს ტურისტებს, თავისი ვიწრო ქუჩებით, XVIII - XIX საუკუნის შენობებით და ბიზანტიური ტაძრებით. კასტორიას უწოდებენ ქურქების სამეფოს და ბეწვის სამშობლოს. თქვენ გელოდებათ "EDIKA"-ს გამოფენა გაყიდვა, სადაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მსოფლიოში განთქმული ბეწვეულის ნაწარმის კოლექციები. შემდეგ "FESALIASH" გაემგზავრებით მითოლოგიური კენტავრების სამშობლოში, ამის შემდეგ ჩადიხართ ქალაქ კალამბაკაში, რომელიც არის გრანდიოზული მეტეორის კლდეების ხედით.


 დღე IV
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მეტეორას საოცარი მონასტრების მონახულება.
▸ განთავსება სასტუმროში
▸ თქვენ მოინახულებთ გამოჩენილი მეტეორის ადგილს, სადაც ერთდროულად განიცდით შიშსა და აღფრთოვანებას. მეტეორის არაორდინალურობა მდგომარეობს ფენომენალური ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანის ხელით შექმნილ ჰარმონიულობაში. მეტეორა ბერძნულად სიტყვაა რომელიც ნიშნავს ჰაერში მოლივლივეს ცასა და მიწას შორის. მეტეორაზე ინახავდნენ რაც ძვირფასი გააჩნდათ და რისი წყალობითაც დღემდე შემორჩათ უნიკალური ხელნაწერები. ჩვენ იმის შემდეგ რაც გადავკვეთავთ "ფესალიის" ხეობას, გვერდს ავუვლით პარნასის მთას, სადაც როდესღაც ცხოვრობდა თვით აპოლონი.


 დღე V
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მიმოხილვითი ექსკურსია დელფოში. (საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში)
▸ გამგზავრება ქალაქ აფონში.
▸ სასტუმროში განთავსება. 
▸ ანტიკურ დროში ეს ქალაქი იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ბერძნული ცივილიზაციის, აპოლონის ტაძარში პიფია უწინასწარმეტყველებდა მეფეებს, მთელი სამეფოების ბედიღბალზე, ამ ქალაქში ასევე მოინახულებთ თეატრს, სტადიონს და ბევრ სხვა მრავალ ძეგლს.


 დღე VI
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მიმოხილვითი ექსკურსია აგროლიდაში. ( ქალაქ მიკენის, ნაფპლიონისა და ეპიდავრის მონახულება)
▸ დაბრუნება ქალაქ აფონში.
▸ აქ თქვენს თვალწინ გაცოცხლდება მითები ჰერაკლეზე. შემდეგ თქვენ გზად შეხვდებით დამოუკიდებელი საბერძნეთის დედაქალაქ ნაფპლიონს, რომლის სანაპიროზეც უყვარდა სეირნობა განთქმულ არისტოტელ ონასისს, აქვე ახლოს მდებარეობს უძველესი ეპიდავრი, რომელიც განთქმულია თავისი ანტიკური ამფითეატრით და განსაკუთრებული აკუსტიკით. დღემდე ამფითეატრის სცენაზე იდგმება ძველი ბერძენი დრამატურგების პიესები.


 დღე VII
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქ აფონში. (ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება)
▸ სალონიკში დაბრუნება.
▸ სასტუმროში განთავსება.
▸ ექსკურსიის დასასრულს თქვენ გელოდებათ ექსკურსია აფინებში, ასევე მოინახულებთ კონსტიტუციის მოედანს, პარლამენტის შენობას, პრეზიდენტის სასახლეს, ზევსის ტაძარს, პანატინაიკოსის სტადიონს, აკროპოლს, რომლის ნახვაც ყველას სწყურია. ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება მისი სილამაზის წინ. ჩვენ დავტოვებთ საბერძნეთის სამხრეთ და გავეშურებით ჩრდილოეთში ქალაქ სალონიკში, გაჩერება გვექნება ფერმოპილის გამოქვაბულში, რათა გადავიღოთ სამახსოვრო ფოტოები მეფე ლეონიდეს ქანდაკებასთან, შემდეგ 300 სპარტანელის ბრძოლის ადგილას, სადაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.


➡ დღე VIII
▸ საუზმე სასტუმროში.
▸ მაკედონიის აეროპორტში გამგზავრება.

√ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში და შედის:


▸ ორმხრივი ავიაბილეთი.
▸ სამოგზაურო დაზღვევა.
▸ ტრანსფერი
▸ სასტუმროში განთავსება 
PHOTOS ➡ -სალონიკი
PHOTOS ➡  -სალონიკი
PHOTOS ➡  -სალონიკი
PHOTOS ➡  -სალონიკი
PHOTOS ➡  - კალამბაკა
PHOTOS ➡ - დელფო
PHOTOS ➡  - აფინები
▸ კვება (საუზმე)
▸ რუსულენოვანი გიდი
▸ გზამკვლევი.

√ ფასში არ შედის:


▸ სავიზო მოსაკრებელი. (60 €)
▸ მუზეუმში შესასვლელი ბილეთები ( 9 ევრო ერთ ადამიანზე)
▸ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მუზეუმებში და არქეოლოგიურ ზონებში შესვლა უფასოა! (გარდა მეტეორას სამონასტრო კომპლექსისა და აკროპოლისის მუზეუმისა)


ყურადღება! ფასები დინამიურია, გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორებთან.


ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში!


ოფისი: მ.კოსტავას № 44
☏ 2 30 82 71


✉ toy.travel.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა