- 1-დღე . ჩამოფრენა პარიზში გიდის დახვედრა აეროპორტში , დაბინავება სასტუმროში.
შესაბამისად იმისა გვაქვს თუ არა დრო, გასეირნება მარსის მოედანზე
ღამისთევა პარიზის სასტუმროში.
- 2-დღე . 9.00 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში.
დღეს ვიწყებთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და შეეუდარებელ მუზეუმ ლუვრის დათვალიერებით: სადაც გაეცნობით იტალიური მხატვრობას, მოინახულებთ მონალიზას პორტრეტს, ნაპოლეონის დეპარტამენტებს. მუზეუმი ძალიან დიდია ამიტომ ტურისტებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი განყოფილებები.
13.00 სადილი.გასეირნება ტიულერის სამეფო ბაღში.16.00 შოპინგი.
დღის მეორე ნახევარში სურვილის მიხედვით ვიშოპინგებთ რივოლის ცნობილ ქუჩაზე , სადაც ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია ( შესაძლებელია შოპინგი რომელიმე ღირსენანიშნავი ადგილის მონახულებითაც ჩავანაცვლოთ)
19.00 - ვახშამი. 20.30 - საკრე კორი და გასეინება მულენ რუჟთან.
ღამისთევვა სასტუმროში.
- 3-დღე . 9.00 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში
პარიზის ოპერისა და ცნობილი ლაფაიეტის დათვალიერება რომელიც არის ერთდროულად სანახაობაც და ცნობილი ბრენდების გალერეაც.
13.00 სადილი. ტროკადეროს ტერიტორიის გავლით ეიფელის კოშკის დათვალიერება, დღის ორივე მონაკვეთში რადგანაც ღამით ეიფელზე ასვლით თქვენს წინ გადაიშლება ღამის პარიზის ულამაზესი ხედები.გასეირნება იახტით სენაზე.
20.00 ვახშამი. ღამისთევვა სასტუმროში
- 4-დღე. 9.00 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში.
გასეირნება ელისეის მინდვრებზე. დილით თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ დააგემოვნოთ ელისეის მინდვრებზე რომელიმე ფრანგულ კაფეში ყავა და ნამდვილი ფრანგული კრუასანი და დატკბეთ დაუვიწყარი და განუმეორებელი ხედებით.
მოვინახულებთ ობელისკის სვეტს, გავისეირნებთ შეთანხმების მოედანზე, ვეწვევით მადლენის ტაძარს სადაც წმინდა მარიამ მაგდანელის ნაწილები ინახება.დღის ბოლოს დავათვალიერებთ ტრიუმფალურ თაღს, უცნობი ჯარისკაცის საფლავს , ტრიუმფალური თაღიდან კი ულამაზესს ელისეისს მინდვრებს გადმოვხედავთ.
20.00 ვახშამი გასეირნება ელისეის მინდვრებზე.ღამისთევვა სასტუმროში.
- 5-დღე. 9.00 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში
ვეწვევით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. შესაძლებლობა გვექნება ტაძრის მწვერვალზე ასვლისა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს პარიზის აკვანი.
მოვინახულებთ : სიტეს ( ლათინური კვარტალი სადაც მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სორბონის უნივერსიტეტი მდებარეობს) , ძირძველ პარიზ-ლუტეციას, ლუქსემბურგის ბაღს და პანთეონს სადაც დასაფლავებულია ცნობილი ფრანგი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, სიყვარულის შედრევანს და კიდევ უამრავ დაუვიწყარ სანახაობებს.
13.30 ვიზიტი გაგრძელდება ჟორჟ პომპიდუს სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკის , პიკასოს და სალვადორ დალის მუზეუმების დათვალიერებით.
19.00 ვახშამი. გასეირნება პატარა კუნძულზე სენასთან, რომელსაც ეიფელის კოშკი დაჰყურებს ზევიდან.
ღამისთევვა სასტუმროში.
- 6-დღე. 8.30 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში
დღის პირველ ნახევარში მოვინახულებთ ქალაქგარეთ მყოფ ცნობილ და უმშვენიერესს ვერსალის სასახლეს და ბაღებს .
18.00 დაბრუნება პარიზში.
დღის მეორე ნახევარში ავდივართ მონტპარნასზე, საიდანაც მოჩანს ულამაზესი პარიზი თავისი დაუვიწყარი ხედებით.მონტპარნასის ბოლო სართული მოწყობილია ტურისტებისთვის მრავალგვარი სანახაობებით, კაფეებით რესტორნებით .
20.30 ვახშამი
ღამისთევა სასტუმროში
- 7-დღე. 8.00 შეხვედრა გიდთან სასტუმროს ჰოლში
დღე იგეგმება თვითმფრინავის რეისის მიხედვით,
თუ გვაქვს დრო ტურისტების არჩევნის მიხედვით და გიდის რჩევით მოვინახულებთ პარიზის უმშვენიერესს სანახაობებს რომელიბიც პარიზში უამრავია , ვიშოპინგებთ ან გავაკეთებთ ორივეს ერთად, გიდი იქნება თქვენს გვერდით მთელი დღე.
გაცილება აეროპორტში.
ბედნიერ ფრენას გისურვებთ
ტურის ღირებულება
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
ღირებულებაში შედის
- სასტუმროში განთავსება
- გიდის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
- შიდა და ქალაქგარეთ გადაადგილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
T:
luxvoyage.
ტურისტული ფირმის გაყიდვების მენეჯერი
ტუღუში ბიძინა