national delicacy

შეხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წმინდა მიწაზე.

  • ID: 13787
  • ნახვები: 6342
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

 მოგზაურობის პერიოდი: 27.04.2016 - 03.05.2016 (6ღამე/7დღე) 

________________________________
ტურის ღირებულება:
ერთი ადამიანი  სამადგილიან ნომერში –
ერთი ადამიანი  ორადგილიან ნომერში –
ერთადგილიანი ნომერი:
________________________________
● 27.04.2016 - ჩამოფრენა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში და შეხვედრა მიმღები კომპანიის
წარმომადგენელთან გამოსასვლელ დარბაზში.
გამგზავრება ქალაქ იერუსალიმში. განთავსება სასტუმროში (მდ. ქალაქის ცენტრი)

● 28.04.2016 - სიონის მთა. საიდუმლო სერობის ოთახი, სადაც მაცხოვარი დაპატიმრებამდე ერთი
დღით ადრე პირველად დაადგენს ევქარისტის საიდუმლოებას. აქვე აღდგომიდან
ორმოცდამეათე დღეს მოევლინა სულიწმიდა მოციქულებს. ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესია. მეფე დავითის აკლდამა.
* 10:00 - ჯვარცმის გზა. ვია დოლოროსა (სამგლოვიარო გზა) – ეს გზა გაიარა მაცხოვარმა
მისი ჯვარცმის ადგილამდე. მაცხოვრის საფლავი. გოლოგოთა. მირონის საცხები ქვა.
განკითხვის კარიბჭე, «ნემსის ყუნწი» (ალექსანდრიის სამონასტრო ეკლესია).
* 14:00 - რუსეთის სასულიერო მისიის წმინდა სამების ტაძარი იერუსალიმში. მწუხრი.
წმინდა სამოსელის გამოსვენება.
ღამისთევა იერუსალიმში.

● 29.04.2016 - ნაზარეთი. მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესია ღვთისმშობელი მარიამის
სახელობის წყაროსთან. ხარების მართლმადიდებლური ეკლესია - იოსების სახლი, სადაც
ცხოვრობდა წმინდა ოჯახი. კანას გალილეა. პირველი სასწაულქმედების სახელობის
ეკლესია, როდესაც მაცხოვარმა წყალი აქცია ღვინოდ.
ფავორის მთა - უფლის ფერისცვალების ადგილი. ფერისცვალების მონასტერი.
გალილეის ზღვა. ამ ადგილას ქადაგებდა უფალი, ჩაიდინა უამრავი სასწაული და
გამოეცხადა მოციქულებს მისი აღდგომის შემდეგ. რუსული სასულიერო ადგილი
მაგდალაში - წმინდა მოციქულთასწორი მარია მაგდალინელის უფლის მიერ
განკურნების ადგილი. კაპერნაუმი. თორმეტი მოციქულის მონასტერი. ნეტარების მთა -
ქადაგების ადგილი. ტაბხა - პურის გამრავლების ეკლესია. იორდანე - განბანვა წმინდა
წყლებში.
ღამისთევა იერუსალიმში.

● 30.04.2016 - დიდი შაბათი.   02:00 - რუსული სასულიერო მისიის წმინდა სამების ტაძარში.
ჯვრით მსვლელობა. საღმრთო ლიტურგია. ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა.
* 10:30 - აღდგომის ტაძრის კარის გახსნა
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინი.
* 23:00 - მაცხოვრის საფლავზე სააღდგომო ღვთისმსახურებაზე მისვლა.
ღამისთევა იერუსალიმში.

●  01.05.2016 - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
* 00:00 – სააღდგომო ლიტურგია უფლის განსასვენებელ ტაძარში.
* 02:00 - რუსეთის სასულიერო მისიის წმინდა სამების ტაძარი იერუსალიმში. კულიჩებისა
და პასკების კურთხევა.
ჯვრით მსვლელობა, ლიტანიობა. დილის ლიტრგია.
დასვენება და სააღდგომო ხსნილი სასტუმროში.

●  02.05.2016 - ბეთლემი. ქრისტე შობის ტაძარი. შობის მღვიმე, ბეთლემში დახოცილი ჩვილების მღვიმე,
წმინდა მოწამე იერონის მღვიმე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი «ბეთლემიდან»
ზეთის ხილის მთა. რუსული მართლმადიდებლური ამაღლების მონასტერი. «სტოპოჩკა»
- მაცხოვრის ამაღლების ადგილი. გეთსიმანია. მარია მაგდალინელის მოციქულთასწორის
რუსული მონასტერი, თაყვანისცემა რუსეთის ახალმოწამე ელისაბედისა და ბაბაარეს
წმინდა ნაწილებზე. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი «ოდიგიტრია».
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი, წმ. მართლ. იოაკიმესა და ანას აკლდამა და წმ.
მართლ. იოსების საფლავი. გეთსიმანიის ბაღი. თასზე სალოცავი ადგილი. ყველა ერების
ტაძარი - ეს ეკლესია, აშენებულია ძველი ბიზანტიური ტაძრის ადგილზე მაცხოვრის
ჯვარზე წამების ხსოვნისთვის. ბიფეზდა. ცხვრის ჭიშკართან ხუთბჭიანი აუზი, რომლის
ერთ-ერთ ვერანდაზე მაცხოვარმა განკურნა დავრდომილი. ღვთისმშობლის შობის
ეკლესია. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას იდგა ღვთისმშობელი მარიამის მშობლების
იოაკიმეს და ანას სახლი.
გამგზავრება ლოდში. წმინდა გიორგის მონასტერი.
ღამისთევა ნეთანიაში. სასტუმრო Q- hotel

● 03.05.2016 - ტრანსფერი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში
________________________________
ტურის ღირებულებაში შედის:
 ორმხრივი ავიაბილეთი (პირდაპირი რეისი)
 ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
 სასტუმრო (3*-ანი)
 კვება: დილის საუზმე
ორჯერადი კვების შემთხვევაში ემატება:
 სატრანსპორტო მომსახურება კომფორტული ავტობუსებით
 საექსკურსიო მომსახურება ოფიციალური გიდების თანხლებით
 სამოგზაურო დაზღვევა
________________________________
შენიშვნა:
 კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, მხოლოდ ტურის ღირებულებაში აღნიშნულ
ყველა მომსახურეობაზე!
 შეძენილი ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
 მომწვევი მხარე იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში პროგრამის
თანმიმდევრობაში შეიტანოს მცირეოდენი ცვლილება!
________________________________
ფასი მოცემულია დღევანდელი მდგომარეობით ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში!
შეგიძლიათ ისარგებლოთ 0%-იანი განვადებით!
დამატებითი კითხვების ან შენიშვნების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
წინანდლის ქ. N 9, თბილისი, 0144,

მობ:
ტელ: (102)
Skype: tours.discovergeorgia
E-mail: | /> ________________________________
Travel with "Discover Georgia" and Feel Diversity..

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა