26-27 ივლისი
აბუდელაურის ტბები - 2 დღიანი ტური
ხევსურეთის 2 დღიანი ტური
მარშუტი: ბარისახო - როშკა - აბუდელაურის სამი ტბა: მწვანე, ლურჯი, თეთრი.
ფეხით გასავლელი მანძილი : 7 კმ (ერთი გზა)
ტურის მოკლე აღწერა:
პირველი დღე - გავალთ თბილისიდან დილის 08:00 საათზე.
გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობას. შევისვენებთ სოფელ როშკასთან და წავიხემსებთ. საიდანაც ფეხით გაუყვებით ხეობას. მოვინახულებთ მწვანე და ლურჯ ტბას, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2812 მ სიმაღლეზე. დავბანაკდებით და ვიპიკნიკებთ კოცონთან.
მეორე დღე - საუზმის შემდეგ მოვინახულებთ თეთრ ტბას, ფეხით გასავლელი მანძილია 2.5 კმ და დავბრუნდებით ბანაკთან. ავშლით ბანაკს და დავბრუნდებით სოფელ როშკასთან. გამოვემგზავრებით თბილისში
ტურის ფასი:
32% -იანი ფასდაკლების ვაუჩერის შეძენის შემდეგ ადგილზე გადაიხდით , ს ნაცვლად.
ტურის ღირებულებაში შედის:
-ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
-გამყოლი
-ფოტოგრაფი
-კვება
1 დღე - ლანჩი, ვახშამი.
2 დღე - საუზმე, ლანჩი.
-განთავსება კარვებში
- გასაბერი ლეიბი
-პლედი
ფასში არ შედის:
საძილე ტომარა
გთხოვთ გაითვალისწინოთ წამოიღოთ თბილი ტანსაცმელი, გამოსაცველი ფეხსაცმელი (შესაძლებელია დაგისველდეთ), მზისგან დამცავი კრემი, ქუდი და სათვალე.
გასვლა: 26 ივლისს (შაბათი) - ფეის თრეველის ოფისიდან, პუშკინის 10
გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.
ყურადღება: კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ამინდის ცვლილებაზე.
აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 15 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს).
იმოგზაურეთ Face Travel-თან ერთად
დაგვიკავშირდით:
/>