national delicacy

შეხვდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საბერძნეთში !!!

  • ID: 13896
  • ნახვები: 10668
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საბერძნეთში !!!
 იმოგზაურეთ და მოილოცეთ - სალონიკი - კ. ევბეა – ათენი – ლუთრაკი – მეგა სპილეონი – პატრა – იგუმენიცა – კორფუ -მეტეორა – პიერია 
პერიოდი: 26/04 – 3/05/16 
7 დღე/6 ღამე 
ფასი 1 ადამიანი ორადგილიან ნომერში - 965 EU
ღირებულებაში შედის: 

  • ავიაბილეთი 
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება - დილის საუზმე, ვახშამი
  • ბორანის ბილეთები
  • ექსკურსია პროგრამით გათვალისწინებული
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ტრანსფერები პროგრამით გათვალისიენებული

ტურის აღწერილობა:
1 დღე. 26/04 სალონიკი - კ. ევბეა
ჩამოფრენა ქალაქ სალონიკში, საბერძნეთის ჩრდილოეთ დედაქლაქში. შეხვედრა სამომლოცველო ცენტრ სოლუნის წარმომადგენელ მართლმადიდებელ გიდთან აეროპორტში. გამგზავრება სუროტის დასახლებაში. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის მონახულება, სადაც მდებარეობს ბერი პაისი მთაწმინდელის საფლავი და ინახება არსენ კაბადოკიელის წმ. ნაწილები. გამგზავრება სალონიკში. ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. რამდენიმე ტაძრის მონახულება, სადაც ინახება წმინდანთა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატები:
• ქ.სალონიკის მფარველი წმინდანის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი. ტაძარში ინახება ლუსკუმა მისი წმინდა ნაწილებით, ასევე ირაკლიის მიტროპოლიტის წმ. გრიგოლ (კალიდისის) და წმ. ანისიას ნაწილები..
• წმ. სოფიას ტაძარი, სადაც ინახება წმ. ბასილის ნაწილები. 
• I - III საუკუნეების კატაკომბური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის წყაროთი. 
• წმ. გრიგოლ პალამას საკატედრო ტაძარი, სადაც დაბრზანებულია მისი ნაწილები. 
• წმ. თეოდორას მონასტერი, სადაც დაბრძანებული მისი და დავით თესალონიკელის წმინდა ნაწილები.
კ. ევბეაზე გამგზავრება. გზად წმ. დავიდ ევბეელის მონასტრის მოლოცვა, სადაც ინახება ბასილ დიდის პატიოსანი თავი, აქვე მდებარეობს მამა იაკობ ევბეელის საფლავი და მისი კელია. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
2 დღე. 27/04 ევბეა – ათენი
ღვთისმსახურება წმ. იოანე რუსის ტაძარში. საუზმე. გამგზავრება ათენში.დაუ პენდელის დედათა მონასტრის მოლოცვა. აქ ინახება 179 წამებული მონასტრის ბერების წმ. ნაწილები, რომლებიც აგარიანელებმა აწამეს 1680 წლის აღდგომას. ათენის გარეუბანში გადასვლა, ადგილზე ნეა მაკრი. აქ ღვრთისმშობლის ხარების მონასტერში დაბრძანებულია წმ. ეფრემის უხრწნელი ნაწილები. მონასტრის დედების მიერ ჩაწერილია ასობით სასწაული, რომლებიც წმ. ეფრემის ლოცვით. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.
3 დღე. 28/04 ათენი – ლუთრაკი – მეგა სპილეონი – პატრა
საუზმე. აკროპოლისთან მდებარე არეოპაგის მონახულება, ადგილის საიდანაც ქადაგებდა პავლე მოციქული. დაშვება ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძართან ათენის უძველესი უბნის პლაკას გავლით, სადაც ინახება კონსტანტინოპოლისის პატრიარქის - წამებული გრიგოლ V-ის წმ. ნაწილები. პატაპი ეგვიპტელის სახ. დედატა მონასტრის მოლოცვა. აქ გამოქვაბულში იქნა აღმოჩენილი IV საუკუნეში მოღვაწე ბერი პატაპის წმ. ნაწილები, რომლებიც უამრავ სასწაულს ახდენენ. აქვე ინახება ბიზანტიის ბოლო იმპერატორ კონსტანტინე XI-ის დედის წმ. იპომონას ნაწილები. მეგა სპილეონის მამათა მონასტერში გამგზავრება. სადაც ინახება ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ვერცხლის კიდობანში მოთავსებული ღვთისმშობლის ცვილის სასწაულმოქმედი ხატი - «დიდი გამოქვაბულისა». გამგზავრება ქალაქ პატრაში. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.
4 დღე. 29/04 – პატრა – იგუმენიცა – კორფუ
საუზმე. ქალაქის საკათედრო ტაძრის მოლოცვა, სადაც ინახება ანდრია პირვეწოდებულის წმინდა ნაწილები და ჯვრის ნაწილები, რომელზეც იგი აწამეს. აქვე მდებარეობს ანდრეა პირველწოდებულის წყარო. იგუმენიცაში გამგზავრება და გემით კუნძულ კორფუზე გადასვლა. გარდამოხსნა დედაქალაქის საკათედრო ტაძარში. წმ. სპირიდონის ტაძრის მოლოცვა და მისი უხრწნელი სხეულის თაყვანისცემა. ამ დროს კუნძულის დედაქალაქის 15 ტაძრიდან შესრულდება მსვლელობა. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
5 დღე. 30/04 კორფუ 
საუზმე. ქალაქის ცენტრში გამგზავრება, იმისათვის , რომ დილიდ 9 საათზე მონაწილეობა მივიღოთ სადრესასწაულო მსვლელობაში წმ. სპირიდონის ნაწილებით. ლიტანიის შემდგომ, დილის 11 საათზე, წითელი ქსოვილებითა და ძველი ქალაქის აივნებიდან აგდებენ წყლით სავსე თიხის ქოთნებს. ეს არის ადგილობრივი წინასააღდგომო ტრადიცია. იოანე ნათლისმცემლის სახ. ისტორიული ტაძრის მოლოცვა. გამგზავრება ულამაზეს ადგილ კანონიში, ტაძრის მოლოცვა, რომელშიც დასვენებულია სასწაულმოქმედი ვლაქერის ღვთისმშობლის ხატი. სასტუმროში მისვლა და განთავსება, ვახშამი (სურვილისამებრ) და დასვენება. საღამოს, около 22 საათისთვის კუნძულის დედაქალაქში გამგზავრება. ამ დროისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე - სპინადაზე იკრიბება კუნძულის მთელი მოსახლეობა და სტუმრები, იმისათვის, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმონ. ღამის 12 საათისთვის კუნძულის მიტროპოლიტი გამოიტანს ტაძრიდან წმინდა ცეცხლს, რომელიც გადაეცემა ყველას ვინც აქ შეიკრიბა და სიხარულით წამოიძახებს – ქრისტოს ანესტი (ბერძ. ქრისტე აღსდგა) – ალიფოს ანესტი (ბერძ. ჭეშმარიტად აღსდგა)! შემდეგ დაიწყება საზეიმო სააღდგომო ლიტურგია. სასტუმროში დაბრუნება. ტრაპეზა.
6 დღე. 1/05/05 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!!! კორფუ 
საუზმე. დილით ქალაქის 50 ტაძრიდან ხორციელდება მსვლელობა სააღდგომო ხატებით. მონაწილეობა მეორე (დილის) სააღდგომო ლიტურგიაში წმ. სპირიდონის ტაძარში (სურვილისამებრ). 10:30 საათზე სასტუმროდან გამგზავრება იასონისა და სოსიპატროსის სახელობის კუნძულის უძველეს ტაძართან, სადაც მათი წმინდა ნაწილები ინახება. პავლე მოციქულის მოწაფენიწმინდა იასონი და სოსიპატროსი კუნძულ კორფუზე სახარების პირველი მქადაგებელნი იყვნენ და კუნძულზე 63 წელს ჩამოვიდნენ. გამგზავრება ძველ ქალაქში იმისათვის, რომ საკათედრო ტაძარში თაყვანივცეთ კეთილმორწმუნე დედოფალ თეოდორას წმ. ნაწილებს. საზეიმო სადილი სასტუმროში. თავისუფალი დრო. დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი.
7 დღე. 2/05 მეტეორა – პიერია 
საუზმე. მეტეორას მონასტრები. 6-დან სამი მონასტრის მოლოცვა: წმ. ბარბარეს (დედათა მონასტერი) ან წმ. სტეფანეს ( დედათა მონასტერი ), დიდი მეტეორები ( მამათა მონასტერი ), წმ. ნიკოლოზის ( მამათა მონასტერი ). გამგზავრება აეროპორტში. გამოფრენა.
ფსში არ შედის:
სავიზო მოსაკრებელი
მონასტერში სესასვლელი თანხა 9 €, 3 €
ჯავშვნისთვის დაგვიკავშირდით:
☏214–77–76, ✆599–797–136
; pegas-georgia.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა