სვანეთი
გასვლა:
ხუთშაბათი, ღამის 00:00 საათი, რუსთაველი, მაკდონალდსის ტერიტორია. გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - ბეჩო - მესტია, უშგული - თბილისი
სანახავი ადგილები:
დადიანების სასახლე , ენგურჰესი, სოფელი ბეჩო, მაზერის ეკლესიები , შდუგრას ჩანჩქერი , ლატალის ეკლესიები , ლენჯერის ეკლესიები , მესტია , მესტიის მუზეუმები , ჰაწვალი , მულახის თემი , იფარი , კალა , სიყვარულის კოშკი , უშგული , მდინარე ენგურის სათავე. შხარას მყინვარი, დაბრუნებისას თუ დრო დაგვრჩა ანაკლიაში გასეირნება და მოკლედ ყველაფერი რასაც მოვასწრებთ. :)
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე
ტურის საფასური:
ფეხით გასავლელი მანძილი:
ლაშქრობა შდუგრაზე 14 კმ (ორივე გზა)
ლაშქრობა შხარაზე 10 კმ (ორივე გზა)
ტურის სირთულე: მარტივი
ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!
საფასურში შედის: ტრანსპორტირება და გზამკვლევის მომსახურება
საკვები: მიგვაქვს ყველას 3 დღის სამყოფი.
რა წავიღოთ?
აუცილებლად: კარავი (თუ გაქვთ, თუ არადა ვიშოვით), საძილე ტომარა, და ქცვეშსაგები, ე.წ "პარალონი", საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები, არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ფანარი.
სასურველია: პირადი აფთიაქი, ქუდი. სათვალე.
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს.
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
ჩემი მობილური