national delicacy

აღდგომა წმინდა მიწაზე

  • ID: 15009
  • ნახვები: 10885
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/04/16
    დაბრუნება
    • 02/05/16
დამატებითი ინფორმაცია

26/04  სამშაბათი. ჩაფრენა თელ ავივში 07:35. დახვედრა . ექსკურსია "ქრისტიანული გალილეა". ნაზარეთი. ტვერია. ხარების ტაძარი და წმ. იოსების ტაძარი. თაბორის მთა (სურვილის შემთხვევაში აყვანა, გადახდა ადგილზე)-უფლის ფერისცვალების ადგილი. იარდენიტი-ნათლობის ადგილი მდ. იორდანეში. კინერეთის ტბა (გალილეის ზღვა). ტაბხა-პურისა და თევზის გამრავლების ადგილი. კაპერნაუმი -ადგილი საიდანაც ქადაგებდა იესო. 12 მოციქულის მართლმადიდებლური ტაძარი კაპერნაუმში. განთავსება სასტუმროში და ვახშამი.

27/41 ოთხშაბათი.   საუზმე. იერიქონი, კუმრანი და იუდეის უდაბნოს მონასტრები. იერიქონი-მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანი, განთავსებულია მსოფლიო ოკენის დონიდან 350 მ-ით ქვემოთ. ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. ბერძნული მართლმადიდებლური მამათა მონასტერი (ცდუნების/კარანტალის მონასტერი),  (საბაგიროთი ასვლას იხდით ადგილზე).  ზაქეს ხე. კუმრანი-ძველი ნამოსახლარი , სადაც გათხრების დროს ნაპოვნია მკვდარი ზვიდან უძველესი ხელნაწერი გრაგნილები. გიორგი ქოზიფელის მონასტერი. წმ. გერასიმეს მონასტერი.  დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი.

28/04 ხუთშაბათი.  საუზმე. დიდი ხუთშაბათი. ბეთლემი. დილის ლიტურგია უფლის შობის ტაძარში. მწყემსთა ტაძარი-მიწიქვეშა ტაძარი , მოწყობილია ქვაბულში, სადაც სწორედ იესოს შობის ღამეს სამ მწყემსს ანგელოზებმა აუწყეს მხსნელის მოვლინების შესახებ. რძის ქვაბული.  ბეთლემის ყრმათა სახელობის სამლოცველო. საბა განწმენდილის ლავრა. ფეოდოსი დიდის ლავრა. ქევრონი. მამრის მუხა (პალესტინის ტერიტორია). დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი.

29/04  პარასკევი.  საუზმე . წითელი პარასკევი. ფეხით სასიარულო : ზეთისხილის მთა. ელეონის მონასტერი. ამაღლების ტაძარი. კარდოს ქუჩა. ბერძნული მონასტერი (მცირე გალილეა) .  მამაო ჩვენოს ტაძარი. მარიამ მაგდალინელის ტაძარი. გეთსიმანიის ბაღი. ღვთისმშობლის განსასვენებელი. ყველა ერის ტაძარი. ბიფეზდა. უფლის ჯვრის გზა გოლგოთამდე.  დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი.

30/04  შაბათი. მშრალი საუზმე. გასვლა სასტუმროდან -უფლის აღდგომის ტაძარში 00:15 ზე. აღდგომის ტაძარი. დღის 14:00-15:00 საათამდე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ტრანსფერი სასტუმროში და დასვენება. ადრეული ვახშამი და ტრანსფერი იერუსალიმში 23:00-ზე. ღამის ლიტურგია ტაძარში უფლის საფლავთან.  დაბრუნება სასტუმროში დაახლოებით დილის 3 საათისთვის.   

01/05   კვირა. საუზმე. უფლის საფლავის თაყვანისცემა, კუვუკლია. სიონის მთა. დავით მეფის საფლავი. თავისუფალი დრო. ჯვრის მონასტერი. სვიმონ მიმრქმელის მონასტერი.  დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი.

02/05  ორშაბათი. საუზმე. წმინდა გიორგის ტაძრის მონახულება ლოდში. თელ ავივის მიმოხილვითი ექსკურსია. ტრანსფერი აეროპორტში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/04/16
    დაბრუნება
    • 02/05/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა