პილიგრიმული ტური საბერძნეთში!
პეტრეპავლობა, პეტრე და პავლე მოციქულის კვალდაკვალ!
მოგზაურობის პერიოდი :
26.06.2016 - 03.07.2016 (9 ღამე 10 დღე)
ფასი მოიცავს სრულ პაკეტს !!!
პეტრეპავლობა, პეტრე და პავლე მოციქულის კვალდაკვალ!
სალონიკი - კავალა - პორტო-ლაგოსი - კალამბაკა - მეტეორა - ვერია - იღუმენიცა - ბარი - პატრა - მეგა სპილეონი - ლუთრაკი - ათენი - სალონიკი
1 დღე. 26/06 სალონიკი.
შეხვედრა სამომლოცველო ცენტრ სოლუნის წარმომადგენელ მართლმადიდებელ გიდთან ქალაქ სალონიკის აეროპორტში. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის მონახულება, სადაც მდებარეობს ბერი პაისი მთაწმინდელის საფლავი და ინახება არსენ კაბადოკიელის წმ. ნაწილები. გამგზავრება სალონიკში. ქ.სალონიკის ზეციური მფარველის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის მოლოცვა. აქ მდებარეობს ლუსკუმა მისი წმ. ნაწილებით, აგრეთვე წმ. დიდმოწამე ანისიასა და ჰერაკლიის მიტროპოლიტ წმ. გრიგოლის (კალიდისის),-ს ნაწილები. საკურთხევლის ქვეშ შემორჩენილია გამოქვაბული, სადაც წმ. დიმიტრი ტყვეობაში იმყოფებოდა და წამებით აღესრულა. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
2 დღე. 27/06 სალონიკი - კავალა - პორტო-ლაგოსი - კალამბაკა
საუზმე. გამგზავრება ფილიპებში, იმ ადგილთან სადაც ტყვეობაში იმყოფებოდა პავლე მოციქული. წმ. ლიდიას ნათლობის ადგილის მონახულება - ევროპის ტერიტორიაზე პირველი ქრისტიანი ქალი, რომელიც პავლე მოციქულის მიერ მოინათლა. გამგზავრება ნეა კარვალიში, გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის მოლოცვა, სადაც ინახება მისი წმ. ნაწილები. ტრანსფერი ათონის ვატოპედის კარის მონასტერ პორტო-ლაგოსში. აქ მონასტრის იღუმენიას კურთხევით მომლოცველებისთვის ჩამოაბრძანებენ ქრისტიანული სამყაროს უდიდეს სიწმინდეს - ღვთისმშობლის სარტყელს. აქვე ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - ყოველთა დედუფალის (პანდანასა) ასლი. გამგზავრება კალამბაკაში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
3 დღე. 28/06 კალამბაკა - მეტეორა - ვერია
საუზმე. მეტეორას მონასტრების მოლოცვა, 6 მონასტრიდან 3-ის მონახულება : წმ. ბარბარეს (დედათა მონასტერი) ან წმ. სტეფანეს ( დედათა მონასტერი ), დიდი მეტეორები ( მამათა მონასტერი ), წმ. ნიკოლოზის ( მამათა მონასტერი ). გამგზავრება ვერიაში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
4 დღე. 29/06 სადღესასწაულო ლიტურგია - იღუმენიცა - ბარი (იტალია). ღამისთევა გემზე.
გამგზავრება პავლე მოციქულის ქადაგების ადგილთან (პავლე მოციქულის ტრიბუნა). საზეიმო ლიტურგია პეტრე და პავლე მოციქულების დღესასწაულზე. საუზმე. გამგზავრება ვერიის გარეუბანში და XII საუკუნეში დაარსებული პანაგია დოვრას მამათა მონასტრის მონახულება, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ჩასვლა ვერიაში. ტაძრის მოლოცვა, სადაც ინახება ქალაქის მფარველი წმ. ანტონ ვერიელის ნაწილები. ტრანსფერი კასტანიაში, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი პანაგია სუმელაა დაბრძანებული, გადმოცემის თანახმად ხატი ლუკა მოციქულმა დაწერა. გამგზავრება ვერიის რაიონში წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტში. ეს უძველესი სკიტი დღეს ათონის მთის სიმონაპეტრას მონასტრის კარის მონასტერია. აქ ინახება წმ. კირილესა და მეთოდეს მოსწავლის წმ. კლიმენტი ოხრიდელის თავი, ასევე იოანე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი. სკიტთან ახლოს მდებარეობს ბერების/ განდეგილთა კელიები: გრიგორი პალამა (სადაც ის 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა) და დიონისე ოლიმპიელი. გადასვლა იღუმენიცაში. ვახშამი. 24:00 საათზე გამგზავრება ქალაქ ბარში (იტალია).
5 დღე. 30/06 ბარი. ღამისთევა გემზე.
საუზმე არ არის გათვალისწინებული ( სურვილისამებრ გემზე). ჩასვლა ქალაქ ბარში. საღმრთო ლიტურგია ბაზილიკაში, სადაც მდებარეობს წმ. ნიკოლოზის ნაწილები. სადილი. წმ. ნიკოლოზის სახელობის რუსული ეკლესიის მონახულება. საღამოთი გამგზავრება პატრაში (პელოპონესი, საბერძნეთი). ვახშამი არ არის გათვალისწინებული (სურვილისამებრ გემზე).
6 დღე. 1/07 პატრა -მეგა სპილეონი - ლუთრაკი - ათენი
ჩასვლა პატრაში (12:30). საუზმე არ არის გათვალისწინებული (სურვილისამებრ გემზე). ქალაქის საკათედრო ტაძრის მონახულება, სადაც ინახება ანდრია პირველწოდებულის წმ. ნაწილები და ჯვრის ნაწილი, რომელზეც იგი აწამეს. აქვე სამარხში მდებარეობს ანდრია პირველწოდებულის წყარო. გზად ათენისკენ მეგა სპილეონის (დიდი გამოქვაბული), მამათა მონასტრის მონახულება, სადაც ინახება ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ვერცხლის კიდობანში მოთავსებული ღვთისმშობლის ცვილის სასწაულმოქმედი ხატი - «დიდი გამოქვაბულისა». აქვე მდებარეობს უამრავი წმინდანის ნაწილები. გამგზავრება ქალაქ ლუთრაკიში. გზად გაჩერება კორინთოში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქადაგებდა პავლე მოციქული. წმ. პატაპ ეგვიპტელის დედათა მონასტრის მონახულება. აქ გამოქვაბულში იქნა აღმოჩენილი IV საუკუნეში მოღვაწე ბერი პატაპის წმ. ნაწილები, რომლებიც უამრავ სასწაულს ახდენენ. აქვე ინახება ბიზანტიის ბოლო იმპერატორ კონსტანტინე XI-ის დედის წმ. იპომონის ნაწილები. გამგაზვრება ათენში. სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
7 დღე.2/07 ათენი - სალონიკი
საუზმე. აკროპოლისთან მდებარე არეოპაგის მონახულება, ადგილის საიდანაც ქადაგებდა პავლე მოციქული. დაშვება ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძართან ათენის უძველესი უბნის პლაკას გავლით, სადაც ინახება კონსტანტინოპოლის პატრიარქის - წამებული გრიგოლ V-ის წმ. ნაწილები. გამგზავრება ნეო პროკოპიში (ევბეაზე). წმიდა აღმსარებელი იოანე რუსის ტაძრის მონახულება, მისი წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. გამგზავრება სალონიკში სასტუმროში განთავსება. ვახშამი.
8 დღე. 3/07სალონიკი- აეროპორტი «მაკედონია»
საუზმე. გამგზავრება აეროპორტში. გამოფრენა.
________________________________________
ტურის ღირებულებაში შედის:
დაზღვევა, ავიაგადაფრენა, პროგრამით გათვალისწინებული ყველა შიდა გადაადგილება კომფორტული ავტობუსით, განთავსება სასტუმროებში, კვება პროგრამის მიხედვით, ექსკურსიები და მართლმადიდებელი რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა, გემის ბილეთები იგუმენიცა-კორფუ-იგუმენიცა, გემი იგუმენიცა-ბარი-პატრა: 4 ადგილიანი კაბინა.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ვიზა
დამატებითი გადასახადი:
მეტეორას მონასტრებში შესასვლელი ბილეთები (სულ 9 €, 3 €- თითოეული მონასტერი), ქალაქ ბარში წმ. ნიკოლოზის ბაზილიკაში შენატანი/შესაწირი (1 €).
შენიშვნა/გაფრთხილება:
ჯგუფს სასულიერო განათლების მქონე გიდის გარდა მთელი ტურის განმავლობაში თან ახლავს მოძღვარი.
სამომლოცველო ცენტრი «სოლუნი» იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები პროგრამით გათვალისწინებული სიწმინდეების მონახულების თანმიმდევრობაში.
ჯგუფის არშედგომის შემთხვევაში ( ჯგუფი შედგება 23 ადამიანისგან) მომლოცველებს ვთავაზობთ გამგზავრების შემდგომ თარიღს.
პროგრამის დასრულების შემდეგ ან მის დაწყებამდე მამაკაცებს სურვილისამებრ შეუძლიათ მოინახულონ წმ. ათონის მთა დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში.
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ტურის ღირებულება მოიცავს:
ორმხრივი ავიაბილეთი
სასტუმრო საუზმე)
სამოგზაურო დაზღვევა
ტრანსფერი
ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
ფასები განახლებადია
დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით ან მობრძანდით:
2 22 44 60 ან
ზ. ფალიაშვილის № 15