პირდაპირი ავია რეისები თბილისიდან
კურორტი ალანია ანტალიის აღმოსავლეთით მდებარეობს 115 კმ-ში. ალანია არის მშვენიერი დასასვენებელი ადგილი თავისი განიერი პლიაჟებით, ისტორიული ძეგლებით, თანამედროვე სასტუმროებით, ურიცხვი თევზის რესტორნებით, კაფე ბარებით. ყველაზე ცხელი თვეები აქ ივნისი და ივლისია, ზღვა სასიამოვნოდ თბილია. ცურვისთვის სეზონი აქ აპრილიდან იხსნება და ნოემბრამდე გრძელდება.
ალანიაში ყველაზე ცნობილი სანაპირო ზოლი ეს არის „კლეოპატრას სანაპირო“ რომელიც, ალანიის ციხე-კოშკიდან დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. კლეოპატრას სანაპირო ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვინაიდან ამ სანაპიროზე უფრო მეტი ტალღა მოდის წყალი კი კრისტალურად სუფთა და ძალიან თბილია. მის პოპულარობას ასევე განაპირობებს მისი უკიკალური ქვიშა და თავბრუდამხვევი პანორამული ხედები.
Damlataş სანაპირო ზოლი კი ოქროს ფერი ქვიშით არის დაფარული, სადაც შეხვდებით სანაპიროს ბარებს, რესტორნებს, ფრენბურთის კორტებს, ფიტნეს ცენტრებს ღია ცის ქვეშ, უზარმაზარ საბავშვო მოედნებს, ტენისის და კალათბურთის მოედნებს და ულამაზეს გამწვანებულ პარკებს შადრევნებით.
The Dim river - ეს არის ლამაზი მდინარე ალანიიდან 8 კილომეტრში, რომელიც შესანიშნავი ადგილია რელაქსაციისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში. მდინარის ნაპირებზე განთავსებულია უამრავი რესტორანი, სტუმრებს კი შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ მდინარის შუაგულში შეუკვეთონ მაგიდა დასხდნენ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო. მდინარე დიმზე ყოფნის დროს თქვენ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აქ მომზადებული თევზეული, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებში ასევე თავად ადგილობრივ სტუმრებში, ვინაიდან მდინარეს არა მხოლოდ ვიზიტორები სტუმრობენ არამედ ის ძალიან საყვარელი ადგილია თურქი დამსვენებლებისთვისაც.
ალანია ღამის ცხოვრებითაც გამორჩეული კურორტია. აქ არის უთვალავი ბარი, რესტორანი, კაფე, დისკო ღია ცის ქვეშ, აქ თქვენ ძალიან გაერთობით ვინაიდან ალანია არის კურორტი რომელსაც არ სძინავს! ყოველ სეზონზე არ იმართება უამრავი კონცერტი როგორც ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით ისე მოწვეული უცხოელი მომღერლების მონაწილეობით.
ფრენის თარიღი: 27.მაისი.2016 ( 7 ღამე / 8 დღე )
297 |
298 |
301 |
|
|
|
360 |
427 |
ტურისტულ საგზურში შედის:
- ავიაბილეთები;
- სასტუმროში განთავსება;
- კვება: ALL INCLUSIVE (შვედური მაგიდა);
- ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი);
- სამოგზაურო დაზღვევა;
ფასი მოცემულია ერთ ტურისტზე ორ ადგილიან ნომერში!
სასტუმროების ჩამონათვალი არასრულია
თურქეთი: უვიზო
გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ჩუბინაშვილის ქუჩა 79 (რკინიგზის სადგურთან) 0112 თბილისი,
(322) 99 64 62 / (322) 12 05 12 მობ:
worldgatetravels
world gate travel