იტალიის სამხრეთის ულამაზესი ადგილი პოზიტანო!!!
EDIA TRAVEL-თან ერთად!
630 ევროდან
პოზიტანო (იტალ. Positano) იტალიაში, კამპანიის რეგიონში, ამალფის სანაპიროზე. ძირითადი ნაწილი მდებარეობს ბორცვზე, რომელიც დაბლა, სანაპიროზე ეშვება.XX საუკუნის პირველ ნახევარში პოზიტანო მეთევზეთა სოფელი იყო. თუმცა, 1950-იანი წლებიდან მან დიდი რაოდენობით ტურისტის მიზიდვა დაიწყო,. „პოზიტანო სიღრმეში ცურდება“ — წერდა სტაინბეკი. „ეს ზღაპრული ადგილია, რომელიც არარეალური გეჩვენება როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“.
.პოზიტანოში მდებარეობს სანტა-მარია-ასუნტის ეკლესია, რომლის გუმბათიც მაიოლიკის კრამიტითაა გადახურული; აქ ინახება XIII საუკუნის ბიზანტიური ხატი შავი მადონა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ეს ხატი მეკობრეებმა ბიზანტიუმიდან მოიპარეს და ხმელთაშუა ზღვით მოჰქონდათ. პოზიტანოს სიახლოვეს საშინელი შტორმი ამოვარდა და შეშინებულმა მეზღვაურებმა გაიგონეს ხმა, რომელიც ამბობდა: „Posa, posa!“ (დაბლა, დაბლა). სასწაულებრივი ხატი გემიდან გადაიტანეს და მეთევზეთა სოფელში დააბრძანეს, ამის შემდეგ შტორმიც ჩადგა.
დღეისათვის, პოზიტანოს შემოსავლის მთავარი წყაროა ტურიზმი. განთქმულია ალკოჰოლური სასმელი — ლიმონჩელო (ლიმნის ლიქიორი), რომელიც მხოლოდ მთავარი ნავსადგურის სიახლოვეს, პატარა ფარდულში იყიდება.
მოგზაურობის პერიოდი :
16.06.2016 - 22.06.2016
სასტუმრო :
&
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ტურის ღირებულება მოიცავს:
ორმხრივი ავიაბილეთი
სასტუმრო (დილის საუზმე)
სამოგზაურო დაზღვევა
სავიზო მხარდაჭერა
ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო
ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
ფასები განახლებადია. გთხოვთ დააზუსტოთ ჩვენს ოპერეტორებთან.
დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით ან მობრძანდით:
2 22-44-60 ან 593 940-291
ზ. ფალიშვილის № 15