national delicacy

ორდღიანი ტური ბაქოში

  • ID: 15518
  • ნახვები: 7544
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/04/16
    დაბრუნება
    • 24/04/16
დამატებითი ინფორმაცია

Nice Tours გთავაზობთ დიდ ფასდაკლებებს ორდღიან ტურს ბაქოში

მოსანახულებელი ადგილები:
ჰეიდარ ალიევის მუზეუმი,
ლიტერატურული მუზეუმი, 
იჩერი–შეხერი,
შირვანშაჰების სასახლე, 
მინიატურული მუზეუმი, 
ღამის ბულვარი,
აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი,
ქალწულის კოშკი,
მონეტების მუზეუმი.

ღირებულებაში შედის: 
სასტუმრო 3* Du Port Hotel
მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით
გამყოლი

ტურის აღწერა: 
I დღე:
თბილისიდან გასვლა 22 აპრილს 22:00 საათზე. ჩასვლა ბაქოში 6-7 საათისთვის, დაბინავება სასტუმროში. დასვენების შემდეგ მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, რომელიც შედგება დიდი კომპლექსისგან. ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე სიმბოლოდ ბაქოში. ლიტერატურული მუზეუმი რომელიც აშენებულის 1850 წელს, მუზეუმი არის 2 სართულიანი. იჩერი-შეჰერი ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია. მინიატურული მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. გავისეირნებთ ღამის ბულვარში.

II დღე:
მეორე დღეს დილიდან მონახულებას დავიწყებთ მუზეუმით. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი - უდიდესი ხელოვნების მუზეუმი და სამუზეუმო ექსპონატი დაარსდა 1936 წელს. ქალწულის კოშკი XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. სურვილისამებრ გავისეირნებთ გემით. შუადღისას 14:00 საათზე წამოვალთ თბილისის მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 10-11 საათისთვის.


ტურის თარიღი: 23-24 აპრილი
გასვლა: სააკაძის მოედანი 22 აპრილი 22:00 საათი;


წამომსვლელთა საყურადღებოდ: 
ჩასაწერად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 
;

მომსახურებაში არ შედის მუზეუმის, კვების და გემის საფასური.
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.

გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 10 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

* მთვრალ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას ეკრძალება წამოსვლა!!! 
* ტრანსპორტში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია!!! 
* დაუშვებელი გამყოლთან ურჩობა
* ამ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/04/16
    დაბრუნება
    • 24/04/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა