national delicacy

დღიანი ტური ბაქოში - $

  • ID: 15994
  • ნახვები: 14737
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/07/16
    დაბრუნება
    • 25/07/16
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ 3 დღიან ტურს ბაქოში  !!

არ გამოტოვოთ, გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები კასპიის ზღვის სანაპიროზე, გაეცანით აზერბაიჯანულ კულტურას და ტრადიციებს;

მოგზაურობის თარიღები:  23 ივლისი - 25 ივლისი

ტურის ხანგრძლივობა: 3დღე/2ღამე

დღე 1:

გასვლა თბილისიდან 23 ივლისს, ღამით 02:00,ორთაჭალის ავტოსადგურიდან,  ჩასვლა ბაქოში  შუადღეს, განთავსება სასტუმროში  (Check in 14:00), თავისუფალი დრო, მგზავრობას სჭირდება დაახლოებით 8-10 საათი, საბაჟოზე არსებული მდგომარეობის მიხედვით, საღამოს შესაძლებელია გალა ვახშმის მოწყობა რესტორანში, სადაც ტურისტები დააგემოვნებენ აზერბაიჯანულ სამზარეულოს, გაეცნობიან ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს.

დღე 2:

საუზმე სასტუმროში. დილით 10 საათზე ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია იწყება ძველი ქალაქიდან, სადაც სადღესასწაულო დღეებში მოეწყობა სახალხო სეირნობა,  ტურისტები მოინახულებენ ქალწულის კოშკს, მეჩეთს ჯუმა, ქარვასლას,  სამუზეუმო კომპლექს „შირვანშაჰების სასახლეს“,  თავისუფალი დრო (სადილი სურვილის მიხედვით), სადილის შემდეგ ექსკურსია გაგრძელდება ფუნიკულიორზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქზე, აქ ტურისტები დაათვალიერებენ სახელმწიფო დროშის მოედანს, ბაქოს ბულვარს, ხალიჩების მუზეუმს, ბაქოს მთავრობის სახლს, მერიას, გუბერნატორის ბაღს. ტურისტები გაისეირნებენ ეროვნულ პარკში, ბულვართან, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ნახავენ „არბატს“ და სავაჭრო ქუჩას. ასევე ტურისტები გაისეირნებენ გემით კასპიის ყურეში და დატკბებიან პანორამული ხედებით ქალაქზე.

საღამოს დაბრუნება სასტუმროში და ღამისთევა.

დღე 3:

საუზმე სასტუმროში;

Check out სასტუმროდან 12:00.

სასტუმროს დატოვების შემდეგ ტურისტებს ექნებათ კიდევ რამდენიმე საათი ქალაქის დასათვალიერებლად.

17:00 შეკრება სასტუმროსთან და დაბრუნება თბილისში გვიან ღამით (დაახლოებით ღამის 2 საათზე)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 მგზავრობა კომფორტული ავტობუსით

 განთავსება 4* სასტუმროში Askar Hotel 4*

სასტუმროს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: 

 კვება - საუზმე

 ტრანსპორტირება ექსკურსიების დროს

 მითითებული ექსკურსიები

 რუსულენოვანი გიდი

 ქართულენოვანი გამყოლი

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

კვება (სადილი, ვახშამი)

 მუზეუმების და გემის ბილეთები (15 მანათი)

 სამოგზაურო დაზღვევა (სურვილის მიხედვით)

 გალა ვახშმის ღირებულება 50 აზერბაიჯანული მანათი (სურვილის შემთხვევაში ვახშმის ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ)

 

Ø გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით.

Ø მგზავრობას სჭირდება 8-10 საათი, დამოკიდებულია საბაჟოზე არსებულ მდგომარეობაზე, ხალხმრავლობის შემთხვევაში შესაძლებელია ტურისტები შეყოვდნენ რამდენიმე საათით;

Ø არასრულწლოვნების შემთხვევაში აუცილებელია მშობლების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა!

სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 988 531; ; 

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 18;

ელ.ფოსტა:

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/07/16
    დაბრუნება
    • 25/07/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა