მოგესალმებით მეგობრებო! ,,მოგზაურობა ში'' აწყობს 2 დღიან დაუვიწყარ ტურს რაჭაში, 14-15 ოქტომბერს, შემოგვიერთდით ♥
მოვინახულებთ:
<> შაორის წყალსაცავი
<> ნიკორწმინდის ტაძარი
<> ბარაკონის ტაძარი
<> უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები )
<> კურორტი შოვი
<> სოფ.ღები
<> სოფ.გონა (პატარა შვეიცარია)
დღე 1:
გავემგზავრებით თბილისიდან 14 ოქტომბერს 06:00_სთ შოვის მიმართულებით,გზად მოვინახულებთ: შაორის წყალსაცავს, ნიკორწმინდას, ბარაკონის ტაძარს,უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები ), საღამოს დავბინავდებით კურორტ შოვში მდებარე სასტუმროში სადაც შევწვავთ მწვადს და გავათევთ ღამეს.
დღე 2:
მოვინახულებთ სოფელ ღებს საიდანაც საფეხმავლო ბილიკებით გავემართებით გონას მიმართულებით, მოვინახულებთ ( ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 10 კმ). რის შემდეგაც დავბრუნდებით თბილისში
ტურის ღირებულება
ღირებულებაში შედის:
* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
* სასტუმროში განთავსება 1 ღამე
* გამყოლი
* ფოტო
* სამწვადე
ღირებულებაში არ შედის კვება საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს...
გასვლა სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 6:00სთ. (გთხოვთ არ დაიგვიანოთ)
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 10კმ,საშუალო სირთულის.
მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ: გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 4 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სიაში ჩაწერა დაწყებულია, კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით : : ან მოგვწეროთ facebook-ზე....