მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" 11 ივნისს, შაბათს გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ხადას ხეობაში. ფერადი გვირილების საუფლოში ♥
●ლაშქრობის დეტალები:
1. გასვლა: 11 ივნისი, შაბათი , დილის 06:30, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ
2. ტურის საფასური სპეც ფასი: (ფონდ მინიმუმის ჩათვლით)
3. ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას , გამყოლის მომსახურებას
4.არ მოიცავს: კვებას, მოგვაქვს ყველას ჩვენი და ერთიანად შევექცევით.
5.ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
10-11კმ მთლიანობაში
6.ლაშქრობის სირთულე: საშუალო
7.ამინდი:
გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
8.რისკები, საფრთხეები: მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥
●ფინანსური საკითხი:
9. თანხის ჩარიცხვა:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს .
ბოლო დღე თანხის შეტანის არის: 9 ივნისი, ხუთშაბათი
------------------------------------------------------------------------------------
●სასარგებლო რჩევები :
10. ჩაიცვით ლაშქრობის შესაბამისად, სალაშქრო ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი.
11. აუცილებელია წამოიღოთ საკვები ერთი დღის სამყოფი, წყალი მინიმუმ 1.5 ლ. მზის ქუდი და დამცავი საშუალებები, გამოსაცვლელი ერთი ხელი როგორც ტანისამოსი ისე ფეხსაცმელი. საწვიმარი ქურთუკი , და პირადი ჰიგიენის ნივთები. ფანარი
12.სასურველია: თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი .მოგისმენთ დიდი სიამოვნებით :)
დასალაშქრი ღირსშესანიშნაობანი:
1.ანანურის კომპლექსი
2.შავი და თეთრი არაგვის შესართავი
3.ფასანაურის ირმები
4.ხადის ვეძა (მჟავე მინერალური წყალი)
5.კოშკები უამრავი
6. ელგუჯას ციხე
7.ციკარის ციხე
8. სოფელი წკერე
9. რამდენიმე ჩანჩქერი
10. ეკლესია
--------------------------------------------------------------------------
●გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
ლელა
თენგო