მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" 12 ივნისს, კვირას გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს პირაქეთა ხევსურეთში ♥ კერძოდ როშკაში, აბუდელაურის ულამაზესი ტბების მოსანახულებლად...
●ლაშქრობის დეტალები:
1. გასვლა: 12 ივნისი, კვირა , დილის 06:30, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ
2. ტურის საფასური: (ფონდ მინიმუმის ჩათვლით)
3. ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას , გამყოლის მომსახურებას
4.არ მოიცავს: კვებას, მოგვაქვს ყველას ჩვენი და ერთიანად შევექცევით.
5.ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
14-15კმ მთლიანობაში
6.ლაშქრობის სირთულე: საშუალო
7.ამინდი:
გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
8.რისკები, საფრთხეები: მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥
●ფინანსური საკითხი:
9. თანხის ჩარიცხვა:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
62
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს .
ბოლო დღე თანხის შეტანის არის: 10 ივნისი, ხუთშაბათი
------------------------------------------------------------------------------------
●სასარგებლო რჩევები :
10. ჩაიცვით ლაშქრობის შესაბამისად, სალაშქრო ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი.
11. აუცილებელია წამოიღოთ საკვები ერთი დღის სამყოფი, წყალი მინიმუმ 1.5 ლ. მზის ქუდი და დამცავი საშუალებები, გამოსაცვლელი ერთი ხელი როგორც ტანისამოსი ისე ფეხსაცმელი. საწვიმარი ქურთუკი , და პირადი ჰიგიენის ნივთები. ფანარი
12.სასურველია: თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი .მოგისმენთ დიდი სიამოვნებით :)
დასალაშქრი ღირსშესანიშნაობანი:
როშკა
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის ტბები :
მწვანე ტბა
ლურჯი ტბა
თეთრი ტბა
ხედები ჭიუხებზე, პირაქეთ ხევსურეთზე და არა მარტო...
რამდენიმე ლეგენდა/მითი/ანდრეზი შემიძლია მოგიყვეთ ხევსურული მითოლოგიიდან...
--------------------------------------------------------------------------
●გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
ლელა
თენგო
p.s თუ გზა იყო ძალიან ცუდი და მანქანა ბოლომდე ვერ ავიდა, დამატებით მოგვიწევს ფეხით 5-6 კმს გავლა, მარტივი გზაა.