ჯომარდობა რაჭაში
ამბროლაური - შარეულა
ჯომარდი - გასაბერი ნავით დაშვება მთის მდინარეზე. ეს არის მხიარული თავგადასავალი ექსტრემის მოყვარულთათვის. ნაკადები, ჩქერები, მორევები, წინააღმდეგობები ლოდების თუ მორების სახით, ასევე გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც მზად არიან გაჭირვების ჟამს მიიღონ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის რაფტინგი ანუ ჯომარდი
გასვლა დილის 9 საათზე ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან ამბროლაურის მიმართულებით. გზად შაორის წყალსაცავის მონახულება და ნიკორწმინდის მონასტრის მოლოცვა. ჩასვლა დანიშნულების ადგილას, სადაც ჩაგიტარდებათ 20 წუთიანი ინსტრუქტაჟი (როგორ უნდა ჩავჯდეთ ნავში სწორად, როგორ დავიჭიროთ ნიჩაბი და მოვუსვათ, რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ წყალში აღმოვჩნდებით და ა.შ.). ინსტრუქტაჟის შემდებ დავეშვებით მდინარე რიონზე გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად და მივიღებთ ენით აუღწერელ სიამოვნებასა და ადრენალინს, რომელსაც რაჭის ულამაზესი ბუნება და რიონის ჩქერები მოგვანიჭებენ.
- მარშრუტის სიგრძე - 25კმ
- დაშვების ხანგრძლივობა - 3სთ
- სირთულე III-IV
ტურის ღირებულება 1 პერსონაზე:
5 კაცის შემთხვევაში -
9 კაცის შემთხვევაში -
15 კაცის შემთხვევაში -
18 კაცის შემთხვევაში -
ტურის ღირებულება მოიცავს:
- ტრანსპორტირება
- გიდი-გამყოლი;
- პროფესიონალი ინსტრუქტორები;
- ინსტრუქტაჟი, ჯომარდი;
- საჯომარდო აღჭურვილობა (ნავი, ნიჩაბი, ჩაფხუტი, სამაშველო ჟილეტი);
- 1 ბოთლი სასმელი წყალი კაცზე.
- ლანჩ-ბოქსი
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ : 558 558 850 /
E-mail:
Skype: Grandtour.ge