მოგესალმებით მეგობრებო! ,,მოგზაურობა ში'' აწყობს 3 დღიან დაუვიწყარ ტურს რაჭაში, 1-2-3 ივლისი შემოგვიერთდით ♥
მოვინახულებთ:
<> ცხრაჯვარი
<> შაორის წყალსაცავი
<> უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები )
<> ბარაკონის ტაძარი
<>სოფ.მრავალძალი
<> მრავალძალის ეკლესია (წმ.გიორგის სახელობის XI ს)
<> სიყვარულის ტბას (რომელსაც გულის ფორმა აქვს)
<> სხვავას საყინულე (მღვიმე)
<> ჭელიშის უდაბნო ( მდინარე შარეულას ხეობა )
<> ხარისთვალას ჩანჩქერი
<> ნიკორწმინდის ტაძარი
დღე 1 :
გავემგზავრებით თბილისიდან 1 ივლისს, 06:30_სთ ამბროლაურის მიმართულებით, ლაშქრობა გვექნება ცხრაჯვარზე ( საიდანაც მოწმენდილ ცაზე შავი ზღვა მოჩანს), შემდგომ მოვინახულებთ შაორის წყალსაცავს,ვიბანავებთ დავისვენებთ რის შემდეგაც დავბინავდებით ამბროლაურში მდებარე საოჯახო სასტუმროში ( ეზოში შევწვავთ მწვადს, გავერთობით და მივირთმევთ ცოტა ალკოჰოლს )
დღე 2:
მოვინახულებთ: ბარაკონის ტაძარს,უწერას ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები ). სოფ. მრავალძალს საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, მრავალძალის ეკლესიას და სიყვარულის ტბას(რომელსაც გულის ფორმა აქვს). საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში სადაც შევწვავთ თევზს(კალმახი) და გავათევთ ღამეს.
დღე 3:
მოვინახულებთ სხვავას საყინულეს, ჭელიშის უდაბნო ( მდინარე შარეულას ხეობა ) სადაც ვიბანავებთ მდინარე შარეულას სათავეში, მოვინახულებთ ჭელიშის მონასტრის ნანგრევებს Xს და ხარისთვალას ჩანჩქერს რის შემდგომაც გამოვემართებით თბილისისაკენ. ტურის დასასრული, 3 ივლისი 23:30_სთ
ტურის ღირებულება
ღირებულებაში შედის:
* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (მიკროავტობუსით გადაადგილება ტურის განმავლობაში)
* სასტუმროში განთავსება 2 ღამე
* გამყოლი
* ფოტო
* სამწვადე
* თევზი(კალმახი)
ღირებულებაში არ შედის კვება საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს...
გასვლა სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 6:30სთ. (გთხოვთ არ დაიგვიანოთ)
ფეხით გასავლელი მანძილი 20კმ,საშუალო სირთულის 3 დღეში დასაფარი.
მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ: გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 4 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სიაში ჩაწერა დაწყებულია, კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით : : ან მოგვწეროთ facebook-ზე....