გასვლა: 28 სექტემბერი, დილის 07:00 საათი, მეტრო რუსტაველი, მაკდონალდსის წინ.
ტურის ღირებულება:
ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში!!!
რა წავიღოთ:
ერთი დღის სამყოფი საკვები , რაიმე თბილი ქურთუკი, საწვიმარი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ყოველშემთხვევისთვის
რა ჩავიცვათ:
სპორტულად, თავისუფლად. (გოგონებმა იქონიეთ თავშალი და ბოლოკაბები)
ტურის აღწერა:
7 საათზე გავემართებით თბილისიდან, შევჩერდებით ანანურის ციხესთან,
შემდეგ გავივლით სიონში და გავაგრძელებთ გზას ყაზბეგის მიმართულებით.
გერგეთზე ავალთ ფეხით.შევუერთდებით ღონისძიებას,სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება, ლიტერატურული ღონისძიებები, კონცერტი და დოღი. სახალხო დღესასწაულს თბილისის ბენდის და თეატრალური კვარტეტის კონცერტი დაასრულებს.
სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ კი დავბრუნდებით თბილისში. (სავარაუდოდ ღამის 10 საათზე)
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე ...
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ ,
ჩაწერის ბოლო დღეა შაბათი, დღის 15:00 საათი