national delicacy

დღიანი ჯიპ-ტური რაჭაში

  • ID: 18312
  • ნახვები: 5414
complogo
Effect Tour Georgia
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/16
    დაბრუნება
    • 17/09/16
დამატებითი ინფორმაცია

2 დღიანი  ჯიპ-ტურირაჭაში

ტური ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

12-13   ივლისი

23-24   აგვისტო

17-18   სექტემბერი

 

მარშრუტი:   ქ. თბილისი  – ტყიბული – ქ. ამბროლაური  –  ქ. ონი – ქ. თბილისი;

ტურისგანრიგი

დღე 1 –  გამგზავრება რაჭის მიმართულებით –  ნაქერალას უღელტეხილი  –  მდ. შაორის ხეობა და ტბა –  ნიკორწმინდა – ჭელიშის უდაბნოს მონასტერი – ხოტევი   ღამისთევა  ამბროლაურში კარვებში/ჰოსტელში

შაორის ტბა – რაჭა-ლეჩხუმში მდებარეობს. ტბა ხელოვნურია, მთის მდინარეს წააგავს და მოთავსებულია შაორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1105 მეტრზე.  ქვაბულს საკუთარი კლიმატი აქვს და რაც არ უნდა ცხელოდეს აქ ყოველთვის საკმაოდ გრილა. მიუხედავად იმასა, რომ ტბიდან კილომეტრის მოშორებით ტემპერატურა შესაძლოა იყოს.  ნიკორწმინდის – გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ჭელიში – შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ ში, რაჭაში. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მონასტერი ტყეში, მდინარის პირას მდებარეობს. ხოტევი – სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს . ის იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. აქვე მდებარეობს ხოტევის ციხე და ეკლესია. ციხე ორსართულიანი იყო რომელიც ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა. ციხის ნაწილი  ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები,ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას. ეკლესია პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.

დღე  2  – სხვავას საყინულე – ბარაკონი –  კურორტი უწერა – კურორტი შოვი -დაბრუნება თბილისში;

სხვავასსაყინულე – ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუასხვავის (ამბროლაურის რაიონი) სამხრეთით (4კმ–ზე) ზ.დ 1310 მ–ზე. გამომუშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. საყინულეში არის საუკუნოვანი ყინულის სვეტები, კასკადები. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 გრადუსზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩასული თოვლი წარმოშობს. ადგილობრივი მოსახლეობა, სამედიცინო საჭიროებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებს აქაურ ყინულს. ბარაკონი – ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა და მე-18 საუკუნით თარიღდება.

უწერა– კურორტი ონში. ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ონიდან 10 კილომეტრში, მდიდარია მინერალური წყლებით. კურორტის ტერიტორიაზე არის წმინდა მარიამის ეკლესია X-XIს. ეკლესიის აღდგენა მოხდა 1992 2002წ-ში.

შოვი – გამგზავრება , მინერალური წყლების ნახვა. შოვი მდებარეობს ზღვის დონიდან 1520 მეტრზე და ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. მინერალური წყლები მდიდარია ნატრიუმით. კალციუმით, ჰიდრო -კარბონატებით. მამისონის ბილიკი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ზონაზე. მდინარე არდონსა და მდინარე ჩანჩახზე. სიგრძე 2619 მეტრი. სუბ-ალპურ და ალპურ ზონაში.

ტურის სახეობა:   ჯიპ-ტური

მარშრუტი:   ქ. თბილისი –   ქ. ამბროლაური – ქ. ონი – ქ.  მცხეთა – ქ. თბილისი

ხანგრძლივობა:  1 ღამე / 2დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  Mitsubishi  Delica  

განთავსება:  ჰოსტელი / კარავი 

ტურის ღირებულებაა  - 

                        ფასში შედის

·         ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით

·          სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

T – 599 56  97  98 

mail :

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Effect Tour Georgia
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/06/16
    დაბრუნება
    • 17/09/16