national delicacy

ჯიპ-ტური თუშეთში

  • ID: 18314
  • ნახვები: 5563
complogo
Effect Tour Georgia
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/06/16
    დაბრუნება
    • 17/09/16
დამატებითი ინფორმაცია

ტური ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

  • 22-23-24 ივლისი
  • 26-27-28  ივლისი
  • 5-6-7 აგვისტო
  • 6-7-8  სექტემბერი
  • 13-14-15  სექტემბერი

მარშრუტი:  თბილისი –თელავი-ომალო-დიკლო-ფარსმა-გირევითელავი-თბილისი;

ტურისგანრიგ

დღე 1 – გამგზავრება კახეთის  მიმართულებით  – ალავერდის მონასტერი – ომალო–შენაქო–დიკლო  – კესელოსციხე თავისუფალი საღამო  და ღამისთევა - ომალოში -  კარვებში ;

ალავერდის მონასტერი – „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI ს-ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა ში (41,7×26,4, სიმაღლე 50 მ-მდე).  ძველიომალო – ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში.  ომალო დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი სგან მოწყვეტილია. სოფელი ომალო შესულია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში. შენაქო – მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია. სოფლის ცენტრში, სალოცავთან ახლოს, მეცხრამეტე საუკუნის ეკლესია დგას. დიკლო – ომალოსთან ახლოს მდებარე სოფელია თუშეთში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ზაფხულობით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი. დიკლოსთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებიცაა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. სოფელ დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. სოფელთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე;

დღე  2    –  დართლო – ფარსმა  – ჭონთიო – გირევი;  თავისუფალი საღამო  და  ღამისთევა  გირევში კარვებში;

დართლო – ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელია. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. მიმოსვლა შესაძლებელია ცხენის ბილიკით და საჰაერო გზით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელები; ფარსმა – კვავლოჭონთიო -გირევი  – უძველესი ისტორიის მქონე სოფლები. განსხვავებული არქიტექტურით – პირამიდულ სახურავიანი კოშკებით. უბნები ერთმანეთთან დაკავშირებულია ქვის ბილიკებით. გამორჩეული სამსართულიანიანი საცხოვრებელი სახლები, რომელებიც   აივნების სიუხვით გამოირჩევიან. სოფლები  გაშენებულია კლდის ქიმზე. კვავლოდან თუ ავყვებით დიდხევის ხეობას თქვენ გელით კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედი.

დღე  3 – გამომგზავრება თბილისის  მიმართულებით – თელავი – თბილისი;

 

ტურის სახეობა:  ჯიპ-ტური

მარშრუტი:   თბილისი  - თელავი - ომალო - გირევი - თბილისი;

ხანგრძლივობა:  2 ღამე / 3დღე; 

სატრანსპორტო საშუალება:  Mitsubishi  Delica  

განთავსება:  კარავი;

ტურის ღირებულებაა  ს

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება   პროგრამის   მიხედვით
  • განთავსება –  კარავში
  • სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა;  (მოთხოვნის შემთხვევაში)

T – 599 56  97  98 

mail :

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Effect Tour Georgia
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/06/16
    დაბრუნება
    • 17/09/16