national delicacy

ულამაზესი კოლხეთს სამეფო

  • ID: 1940
  • ნახვები: 11525
დამატებითი ინფორმაცია

                                

შემდეგ დავათვალიერებთ პრომეთესმღვიმეს, აქ თქვენ გელით 1,420 მეტრის სიგრძის ბილიკი და 6 თვალწარმტაცი დარბაზი, სადაც სტალაქტიდების ულამაზესი ნაღვენთი ფორმები, გაქვავებული ჩანჩქერებისა და ჩამოკიდებული ქვის ფარდების ზღაპრულ სამყაროს ქმნიან. ქვეითი ბილიკის სრულდება სანაოსნო ტურით მიწისქვეშა მდინარეზე, რომელიც თქვენს მიერ მღვიმეში მიღებულ საინტერესო შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

ვახშამი და ღამისთევა ქუთაისის ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში, საიდანაც იშლება ლამაზი ხედები ქუთაისზე.

ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

დღე II:  საუზმე სასტუმროში

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით მარტვილის მიმართულებით, პირველად მოვინახულებთ მარტვილის ღვთისმობლის მიძინების ტაძარს, სიტყვა მარტვილი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც ნიშნავს წამებულს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.

                                           შემდეგ გავემგზავრებით სოფელ გაჭედილის კანიონებისაკენ,კანიონის სიგრძე 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე- 20-40 მეტრია. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მეტრი სიმაღლის მარტვილის ცნობილ, ულამაზეს ჩანჩქერს წარმოქმნის.საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან.

გავისეირნებთ ნავებით

დღის ბოლოს სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნება თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მის: ქ.თბილისი,რ.თაბუკაშვილის ქ. 29/4

ტელ:293 14 71;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება