28 ივლისს ,კვირიკობის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდით სვანეთში.
➡ 27-28-29 ივლისი
შემოგვიერთდით მეგობრებო და ერთად მოვილოცოთ სვანეთის სიწმინდეები.
➡XI ს. წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფელ კალაში.ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანდებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვთ ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიიჩნება როგორც ,,ლაგურკა'' (კვირიკეს ეკლესია).
კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.
➡ ტურის ღირებულება:
➡ მარშუტი:
1 დღე:
ჩასვლა მესტიაში
საღამოს ავალთ ზურულდში(ჰაწვალი), სადაც გავისეირნებთ საბაგიროთი და დავათვალიერებთ ულამაზეს ხედებს.
სურვილისამებრ დავაგმოვნებთ სვანურ სამზარეულოს
თავისუფალი დრო
განთავსება მესტიის საოჯახო სასტუმროში.
2 დღე:
გამთენიისას გავემართებით უშგულისკენ,დავესწრებით სადღესასწაულო წირვას, ასევე დავათვალიერებთ უშგულის ღირსშესანიშნაობებს.
წირვის შემდეგ დავბრუნდებით მესტიაში, დავათვალიერებთ სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
ღამით გავისეირნებთ ფეხით მესტიის ქუჩებში, მჟავე წყალზე.
განთავსება მესტიის საოჯახო სასტუმროში.
3 დღე:
მოვინახულებთ მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმს
გავემგზავრებით ზუგდიდის მიმართულბით,სადაც მოვინახულებთ დადიანების სასახლეს და შემდეგ უკვე გავემართებით თბილისის მიმართულებით.
➡ ტურის მინიმალური რაოდენობა15 კაცი
▪ გასვლა 27 ივლისს თბილისიდან 06:00 საათზე
➡ ტურის ღირებულებაში შედის:
▪ ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსი)
▪ ფოტო გადაღება
▪ სასტუმრო
▪ (ყავა/ჩაი/ტკბილეული)
▪ ორგანიზატორი
▪ თარჯიმანი სურვილისამებრ
▪ უშგულში ასვლა
➡ ტურის ღირებულებაში არ შედის: კვება, მუზეუმის და საბაგიროს გადასახადი (არის ინდივიდუალური)
შენიშვნა:
▪ თანხა უნდა გადმოირიცხოს ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, წამოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
▪ კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტური უამინდობისა თუ საგზაო მდგომარეობის შეფერხების გამო.
ტურის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ ლაშა. გიორგი.