ევროპა და აზია კარგია , მაგრამ საც აქვს ისეთი ადგილები რომელიც აუცილებლად უნდა ნახო . Time2travel გთავაზობთ 2 დღიან ტურს სვანეთში :
პერიოდი : 27-28 აგვისტო
02:00 გასვლა თბილისიდან - მესტიის მიმართულებით
10:00 ჩასვლა მესტიაში
10:30 დაბინავება სასტუმროში ( +საუზმე )
ერთი საათით დავისვენებთ და შევუდგებით მესტიის დათვალიერებას
12:00 - იდან : მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზემს , ხერგიანების მუზეუმს , სათხილამურო საბაგიროთი ავალთ ჰაწვალის მთაზე , საიდანაც იშლება უშბას ულამაზესი ხედები . ბუნებაში გვექნება პიკნიკი და საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში .
მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია - თბილისი
07:00 საუზმე
08:00 დავიძვრებით უშგულის მიმართულებით (Mitsubishi Delica - თი )
გზად ვნახავთ სიყვარულის კოშკს . უშგულში მოვინახულებთ : უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს , თამარ მეფის ზამთრისა და ზაფხულის კოშკებს , ასევე ვნახავთ ლამარის ციხე-კოშკს , სოფელ კალას , სადაც თუ საკმარისი დრო გვექნება ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიას .შემდეგ სვანეთის ულამაზეს ბუნებაში გვექნება პიკნიკი .
17:00 - 18:00 საათზე დავბრუნდებით მესტიაში და წამოვალთ ჩვენი დედაქალაქისაკენ .
ღირებულება მოიცავს :
ტრანსფერს , თბილისი - მესტია - თბილისი ( კომფორტული მიკროავტობუსით )
ტრანსფერს , მესტია - უშგული - მესტია ( Mitsubishi Delica - მაღალი გამავლობის მინივენით )
სასტუმროს
შაბათის საუზმეს
კვირის საუზმეს
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :
ტელეფონი :
2907307
მისამართი : ჯანაშიას 3