national delicacy

ხევსურეთი გიორგი ზანგურთად ერთად უნდა ნახო

  • ID: 23131
  • ნახვები: 5281
complogo
თრეველ სტუდიო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/09/16
    დაბრუნება
    • 11/09/16
დამატებითი ინფორმაცია

გინდა განიცადო “ბეჭდების მბრძანებელის” ზღაპრული სამყაროს რეალობა? უნდა ნახო ხევსურეთი გიორგი ზანგურთან ერთად !

ბევრი თავგადასავალი, მისტიკური ისტორიების რეალური სამყარო და პოეზია პოეტ და მსახიობ გიორგი ზანგურთან ერთად,რომელიც თქვენ სულ სხვა შატილს, მუცოსა და ანატორის აკლდამებს განახებთ,რომ გამძაფრებული ემოციები მეგობრებს განსხვავებული ხევურეთიდან გაუზიაროთ !

დროა გადაწყვიტო და 10 სექტემბერს, შაბათს, დილის 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, გიორგი ზანგურთან ერთად,ბარისახოს გზას, ერთად დავადგეთ. შუადღემდე დათვიჯვრის უღელტეხილს გადავივლით და  წახემსებასაც მოვასწრებთ.

შატილს სწორედ მაშინ ვნახავთ, მზერომ შუბისტარზე იდგება და საბანაკე ადგილს მონიშნავთ

სამწვადის მომზადებამდე, სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებს ავტვირთავთ, მოწონების (LIKE), კომენტარებისა (COMMENT) და გაზიარების (SHARE) რეკორდს რომ მოხსნის !

შემოდგომის პირზე ხევსურეთში ადრე ბნელდება.

კოცონი, ლექსი და მუსიკა რამდენიც გინდა!

გვიან აცივდება და მაღალი ხარისხის კარვების მიუხედავად, კახური ჭაჭა და ცივი ლუდი არ გვაწყენს...მხნეობისთვის 200 გრამის დალევა დიდი ცოდვაც არ იქნება ალბათ...

გიძინიათ სუფთა ცის ქვეშ, ხევსურეთში ?

დილით ადრე გაიღვიძებთ, მუცოც სანახავია და ანატორის აკლდამებიც, უღელტეხილი კი დაბნელებამდე უნდა გადმოვიაროთ. წასახემსებლად მყუდრო ადგილას ვჩერდებით (იქნებ წვიმის ფარდასთან

დროა გადაწყვიტო და ნახო კლდეზე შეფენილი სოფელი - შატილი, შემაძრწუნებლად შთამბეჭდავი მუცო და მისტიკური ანატორის აკლდამები გიორგი ზანგურთან ერთად

ტურის ღირებულება : ;

ტურის ღირებულებაში შედის:

გასვლა: შაბათი, 10 სექტემბერი, 08:00;
 დაბრუნება: კვირა, 11 სექტემბერი, 21:00;
 თანამედროვე და კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა;
 ანატორის აკლდამების,შატილის და მუცოს მონახულება;
 (მსუყე) წახემსება ორივე გზაზე;
ვახშამი მწვადებით კოცონის ირგვლივ კარვების ქალაქში;
 განთავსება 4 *-იან კარვებში (2 ადგილიან ნომერში);
 ჭაჭა და ლუდი (არ ვურევთ);
 გართობა და ფოტოები, ისეთი ხევსურეთის სანახავად ნეპალიდან რომ ჩამოვა ხალხი.

 ტურში არ შედის:

 თქვენი პირადი ჰიგიენის ნივთები;
 ფრენა უკანა გზაზე;
 კარავში გიორგი ზანგურთან ღამისთევა... ☺

ადგილები შეზღუდულია, იჩქარეთ! დასაჯავშნად/დეტალური ინფორმაციისთვის
 დაგვიკავშირდით: ;
 
 თბილისი, ვერა, ბარნოვის 49 (ჩინეთის საელჩოს წინ)

გადახდა შესაძლებელია ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით: სს "ს ბანკი": GE47BG2601000
დანიშნულება: ტური ხევსურეთში.

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
თრეველ სტუდიო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/09/16
    დაბრუნება
    • 11/09/16