მოგესალმებით მეგობრებო! ,,მოგზაურობა ში'' აწყობს 2 დღიან დაუვიწყარ ტურს რაჭაში, 17-18 სექტემბერს,შემოგვიერთდით ♥
მოვინახულებთ:
<> შაორის წყალსაცავი
<>სოფ.მრავალძალი
<> მრავალძალის ეკლესია (წმ.გიორგის სახელობის XI ს)
<> სიყვარულის ტბას (რომელსაც გულის ფორმა აქვს)
<> უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები )
<> ბარაკონის ტაძარი
<> სოფ.ღები
<> სოფ.გონა
<>სოფ.შოვი
<> ნიკორწმინდის ტაძარი
დღე 1:
გავემგზავრებით თბილისიდან 17 სექტემბერს 06:00_სთ ონის მიმართულებით, მოვინახულებთ ნიკორწმინდას, სოფ.მრავალძალს საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, მრავალძალის ეკლესიას და სიყვარულის ტბას(რომელსაც გულის ფორმა აქვს, ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში10 კმ). საღამოს დავბინავდებით ამბროლაურში მდებარე სასტუმროში სადაც შევწვავთ მწვადს და გავათევთ ღამეს.
დღე 2:
მოვინახულებთ ბარაკონის ტაძარს, უწერის მჟავე წყლებს და ბეწვის ხიდს რის შემდეგაც გავემართებით გონას მიმართულებით, მოვინახულებთ სოფ. შოვს, სოფ,ღებს და გონას ( ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 10 კმ). რის შემდეგაც დავბრუნდებით თბილისში
ტურის ღირებულება
ღირებულებაში შედის:
* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
* სასტუმროში განთავსება 1 ღამე
* გამყოლი
* ფოტო
* სამწვადე
ღირებულებაში არ შედის კვება საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს...
გასვლა სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 6:00სთ. (გთხოვთ არ დაიგვიანოთ)
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 20კმ,საშუალო სირთულის 2 დღეში დასაფარი.
მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ: გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 4 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სიაში ჩაწერა დაწყებულია, კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით : : ან მოგვწეროთ facebook-ზე....