ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან მომსახურეობას და მაქსიმალურ კომფორტს, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს საინტერესო, შთაბეჭდილებით სავსე და სასიამოვნოისტორიულ კაბადოკიაში - დიდმოწამისა და ძლევამოსილის წმინდა გიორგისა და მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სამშობლოში.
„კაპადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის.“
ილია მეორე
ს კათალიკოს პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
I დღე
გასვლა თბილისიდან დილის 07:00 საათზე
საუზმე თერჯოლაში 11:00 საათზე
-თურქეთის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთა 14:00 საათზე
ტრაპიზონის სუმელას სამონასტრო კომპლექსი 16:00 საათზე
ტრაპიზონის აია-სოფია 20:00 საათზე
დასვენება გერასუნის სასტუმროში და ვახშამი 22:00 საათზე
IIდღე
საუზმე და სასტუმროდან გასვლა 07:00 საათზე
სადილი გზაში 13:00 საათზე
ჩასვლა კაბადოკიაში და სატუმროში განთავსება 17:00 საათზე
ქალაქში გასეირნება და ვახშამი 20:00 საათზე
ღამის ქალაქის დათვალიერება 22:00 საათზე
IIIდღე, IVდღე, V დღე
საუზმე და სასტუმროდან გასვლა 07:00 საათზე
ეს დღეები ტიპიურია და დაეთმობა კაბადოკიის შემდეგი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას:
ქ. ნევშეხიღსი მუზეუმი და კურშუნლუს მეჩეთი, ავჯილარის დასახლება, ჰერიბაჯალარის ბუნებრივი ქვის სვეტების ველი, ქ. გორემე და მასში განთავსებული კარანლიკის ეკლესია, ტოკალის ეკლესია, საკლეს ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. ნაზარეს ეკლესია, ელმალის ეკლესია, იილანლის ეკლესია, ჩარიკლეს ეკლესია, წმ. ბარბარეს ეკლესია, ჩავუშინის კლდეში ნაკვეთი ეკლესია, სოფელი ორტახიშარი, სოფელი იჩნიშარი, ზელვეს ღია მუზეუმი, ფაშაბაგალარი, სოფელი მუსტაფა ფაშა , ქ. ურგუპი(ოსიანა) , ცხრასართულიანი მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ, წმ. თეოდორეს ტაძარი იქვე, ესკიგუმიუშის ტაძარი, ტატლარინის მიწისქვეშა ქალაქი, ანტიკური ქალაქი სობესოსი, ილხარას კანიონი, სიუმიუბლიუს ტაძარი, ჰიურენლი სეკის ტაძარი, იიანლის ტაძარი, აგაჩ ატლის ტაძარი, კირკ დამ ატლის ტაძარი, ბახატინ სამანლიგის ტაძარი, გიუზელიურტის ტაძარი.
ამ დღეებში ვახშამი სასტუმროში 20:00 საათზე და თავისუფალი დრო 22:00 საათამდე.
VIდღე
გამოსვლა სასტუმროდან 08:00 საათზე
სადილი გზაში
ჩასვლა ქ. გერასუნში და სასტუმროში განთავსება 18:00 საათზე
თავისუფალი დრო ქ. გერასუნში 20:00 საათამდე
ვახშამი და დასვენება
VIIდღე
საუზმე და გამოსვლა სასტუმროდან 08:00 საათზე
ტრაპიზონში ჩასვლა და შოპინგი 15:00 საათზე
ჩასვლა ქემალფაშაში და შოპინგი 18:00 საათზე
-თურქეთის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადმოკვეთა 20:00 საათზე
ქ. თბილისში ჩასვლა 05:00 საათზე