national delicacy

შემოდგომის რაჭა, ლაშქრობა უძირო ტბაზე

  • ID: 24392
  • ნახვები: 10550
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/10/16
    დაბრუნება
    • 02/10/16
დამატებითი ინფორმაცია

შემოდგომაზე რაჭა თუ არ ნახე, რაა მამული :)

▲შეხვედრის დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. პარასკევი რომ დაღამდება და გადაცდება 00:00 საათს. გასვლა 00:30 ზე. (ტრანსპორტის გზას ღამე დავფარავთ)

▲ღირებულება: 50 GEL (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
კლუბის წევრებისთვის: 40 GEL

▲ფასში შედის: მგზავრობა , ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურეობა , საბანაკე აღჭურვილობა ვისაც არ აქვს (კარავი, ძირდასაფენი ლეიბი)

▲სირთულე: საშუალოზე რთული

▲ამინდი: 
ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

▲რა ჩავიცვათ? 
სალაშქრო ფეხსაცმელი. მთის შესაფერისი სამოსი.

▲აუცილებელი და საჭიროა !

სალაშქრო ზურგჩანთა . თბილი საძილე ტომარა , 2 დღის სამყოფი საკვები, მინიმუმ 1 ლიტრი წყალი,არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი , წინდა. მზის ქუდი, , დამცავი კრემი, სათვალე . პირადი აფთიაქი თუ რამეს თვლით რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. ჰიგიენის ნივთები. ფანარი, საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი . . თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. ცოტ-ცოტა ჭაჭა ყველამ :დ კეთილი გული და კარგი განწყობა ^_^ 

▲ სანახავი ადგილები

1. შაორი
2. ნიკორწმინდა
3. ბარაკონი
4. სინაგოგა
5. საყინულე
6. უძირო ტბა

▲თანხის ჩარიცხვა:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
.
▲ჩაწერის და თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე ოთხშაბათი, 28 სექტემბერი

▲წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა
თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციისთ წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/10/16
    დაბრუნება
    • 02/10/16