national delicacy

გთავაზობთ ორ დღიან ტურს ხევსურეთში

  • ID: 24440
  • ნახვები: 5791
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/10/16
    დაბრუნება
    • 02/10/16
დამატებითი ინფორმაცია

                                                       გთავაზობთ ორ დღიან ტურს ხევსურეთში

 

მარშრუტი - თბილისი - ბარისახო - შატილი - მუცო - თბილისი.
სახეობა : სათავგადასავლო, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი.
კვება : ორივე დღეს ორჯერადი;
განთავსება : საოჯახო სასტუმრო, კარვები.
ხანგძლიობა: 2 დღე.
მანძილი: ერთი მიმართულებით: 165 კმ.
 

ფასი :  95  ლარი (კარვების შემთხვევაში)  ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, კვება, კარვის სრული აღჭურვილობა.

ფასი :  125  ლარი (სასტუმროს შემთხვევაში)  ფასში შედის : ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, კვება, ღამისთევა სასტუმროში.

 

გასვლა:  შაბათი 3 სექტემბერი

ტურის მოკლე აღწერა:

1 დღე - გასვლა თბილისიდან 8:00 
ჟინვალის წყალსაცავი - კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი - დათვისჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი - კისტანი - შატილი

2 დღე - შატილიდან გასვლა 10:00 - ანატორის აკლდამები - მუცო - (თუ ადრე გავალთ და ფეხით სიარულის სურვილი გექნებათ შეიძლება მუცოდან არდოტში გასეირნება, დაახლოებით 10 კმ ორივე გზა) - თბილისი

1. გუდანის ჯვარი, წარმართულიუ ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების - საარაბულოს, საჭინჭარაულის, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.).

2. შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა ს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

3. ანატორის ჯვარი,  „წმინდა“ ნადირის (ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვ. გარეული ცხოველის) მფარველი ღვთაება ხევსურეთში. ამჟამად ცნობილია ასევე, როგორც მთავარანგელოზის სალოცავი. სამლოცველო აქვთ სოფელ შატილიდან 3 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ ანატორში. იგი შატილიონთა საერთო სალოცავად ითვლება. შატილის უძველესი მცხოვრებნი — ანატორელნი ანატორის ჯვრის უნჯი ყმები იყვნენ. მათი თავკაცები შეადგენდნენ ამ სალოცავის ჯვარიონს. ანატორის ჯვარი ქისტების სალოცავიც იყო. მისი ნიში ქისტურ სოფელ ჯარეგოშიც იდგა. კულტს ენათესავება საქონლის მფარველი მეგრული ღვთაება ჟინი ანთარი და აფხაზური აითარა. ანატორის ნასოფლარი მოიცავს ერთმანეთზე მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. გადმოცემით ეს აკლდამები ეკუთვნით ანატორელებს, რომლებიც ჟამს გაუწყვეტია ერთ-ერთი მათგანის მიერ ანატორის ჯვრის სალოცავის უდიერად მოპყრობის გამო.

4. მუცო, მდინარე მუცო-არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელში დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად ს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში. 

 

ჩვენთანგელოდებათსასიამოვნოდამეგობრულიგარემო.!!! ტურისდასაჯავშნადდადეტალურიინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით -ტელეფონისნომრებზე: 568-814-212 ან 032-2-22-44-60. 


 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/10/16
    დაბრუნება
    • 02/10/16