national delicacy

ულამაზესი ჯუთა

  • ID: 24697
  • ნახვები: 11795
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/10/16
    დაბრუნება
    • 09/10/16
დამატებითი ინფორმაცია

♥მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" 9 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთდღიან გალაშქრებას ჯუთაში ♥ 

♥შეკრების დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ, 08:00 საათი.
♥ღირებულება : (ჩვენი ფონდის მინიმუმის ჩათვლით)
♥ფასში შედის: მგზავრობა , ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურება 
♥საშუალო სირთულე: საშუალოზე მარტივი 
♥ფეხით დასაფარი მანძილი: 10-11 კმ
რა ჩავიცვათ: სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანისამოსი. მთის და ლაშქრობის შესაფერისად.
♥რა წავიღოთ? 
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა, ქუდი, თათმანები, ყელსახვევი, ცოტა "ჭაჭა" :) თბილი ქურთუკი. თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ შესაბამისი მუსიკალური ინსტრუმენტი, ჩვენ მოგისმეთ ^_^ 

♥ტურის აღწერა: დილით 8 საათზე ზუსტად გავალთ ხევის მიმართულებით, გზად ვნახავთ სნოს ციხეს და ეკლესიას, სიონს . შემდეგ ჩავალთ ჯუთაში და დავიწყებთ ფეხით მარშირებას. დავტკბებით ჭიუხების ულამაზესი მასივით და სუფთა ნოტიო ჰაერით ავივსებთ ფილტვებს ^_^ მივალთ ჭიუხის ძირში, ვნახავთ ჯუთის ჩანჩქერს.გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და დავბრუნდებით უკან . ჯამში სულ 10-11 კმ ♥ იდეალური ადგილი და დღე გელით..... 

▲თანხის ჩარიცხვა:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს 
მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით
.
▲ჩაწერის და თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი 

▲წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა
თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/10/16
    დაბრუნება
    • 09/10/16