national delicacy

ფშავი უნდა ნახო კახა მაღრაძესთან ერთად

  • ID: 24714
  • ნახვები: 6956
complogo
თრეველ სტუდიო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/10/16
    დაბრუნება
    • 15/10/16
დამატებითი ინფორმაცია

 სად ცხოვრობენ დევები, ავსულები და იახსარის შვილები? სადაა ჰაერი ქლორიანი წყალივით სქელი და გაუმჭვირვალე? სად იწყებს ადამიანი სიმღერას მაშინაც კი, როცა არ ემღერება და სად წერდა ვაჟა-ფშაველა თავის უკვდავ პოემებს?
შუაფხო, ფშავის ისტორიული სახელია. ჩვენ მას PR სპეციალისტ, GEPRA-ს პარტნიორ კახა მაღრაძესთან ერთად ვნახავთ. 
მოგზაურობას ჟინვალის საოცარი ხედების გავლით, სოფელ შუაფხოდან დავიწყებთ. არაგვი აქ სხვანაირად გემრიელია. დალიეთ ერთი პეშვი წყალი სადაც გინდათ და თქვენში ნამდვილი ფშაველი გაიღვიძებს, კაფიობისა და მელექსეობის სურვილით.
შუაფხო შემოდგომაზე რენუარის (Pierre Auguste Renoir) ნახატებზე მსუყე და შოპენის (Chopin) მუსიკაზე გემრიელია. სანახავს აქ რა დალევს, მაგრამ დრო ცოტაა, ჩვენ ჩარგალში მივდივართ.
ნახო ფშავის მიდამოები და გამოტოვო ვაჟას სახლი იგივეა, რაც ალ ჯიზადან ხეოპსის პირამიდების უნახავად დაბრუნდე.
თქვენ აქ უცნაური თამაში გელით - კახა მაღრაძე PR-ის სასწაულებზე მოგიყვებათ და გაჩვენებთ 5 მარტივ ხერხს, რისი საშუალებითაც დღეს ვაჟა ფშაველა ასეთ ქოხში აღარ იცხოვრებდა. 
ვნახავთ მიხა ხელაშვილისა და პავლე რაზიკაშვილის საფლავებს, ადგილს, სადაც ვაჟას მამა წირავდა.
ჩვენი ადგილობრივი მასპინძელი ფშავური კარაქის შედღვების მასტერკლასს ჩაგვიტარებს, ვნახავთ როგორ ცხოვრობენ ფშაველები და რაც მთავარია აქაურ ხინკალსაც დავაგემოვნებთ.
ლუდიც ზომიერად დავლიოთ.
დღესვე დედაქალაქს ვუბრუნდებით.
რა ცოდნა დაგრჩათ კახა მაღრაძისგან?
დაგვიწერეთ შთაბეჭდილებები, ჩვენ მას ჩვენ ბლოგზე განვათავსებთ.

➡ მთლიანი ტურის ღირებულება
ფასში შედის:
ცნობილი PR სპეციალისტის კახა მაღრაძის მეგზურობა
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით ორივე გზაზე
2 ჯერადი კვება
ლუდი
ჭაჭა
მუზეუმის ბილეთები
*3 ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ტურის ღირებულება შეადგენს მხოლოდ
*ტურში წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია ჯავშნები მიიღება მხოლოდ 10 ოქტომბრამდე...
დასაჯავშნად/დეტალური ინფორმაციისთვის 
�➡ დაგვიკავშირდით: ; ; 

➡ თბილისი, ვერა, ბარნოვის 49 (ჩინეთის საელჩოს წინ) 
� გადახდა შესაძლებელია ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით: სს "ს ბანკი": GE47BG2601000
დანიშნულება: ტური სვანეთში.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
თრეველ სტუდიო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/10/16
    დაბრუნება
    • 15/10/16