• შეხვდი ახალ წელს სტამბულში. ♥ ♥ ♥
• ეს დღე აქციე დაუვიწყარ მოგონებად ♥
"IVER TOUR"-ი გთავაზობთ საახალწლო ტურს სტამბულში 31 დეკემბერი, 1, 2 იანვარი.
• თბილისის აეროპორტიდან გაფრენა - 06:05 სთ ზე.
• სტამბულში ჩაფრენა თურქეთის დროით - 07:45 სთ ზე.
• ტრანსფერი აეროპორტში.
• სასტუმროდან გასვლა 10:00 სთ
ტურის განრიგი:
31 დეკემბერი - პირველი დღე
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი ასევე ლურჯი მეჩეთი - საყოველთაოდ აღიარებული როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.
✔ აია სოფია -VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული ტაძარი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. ამჟამად მუზეუმია.
✔ ბაზილიკა ცისტერნა - იუსიტიანე პირველმა ააგო 532 წელს. სტამბულის ქვეშ დამალულია ასობით ცისტერნა, რომელიც წარსულში მოსახლეობას ამარაგებდა. ყველაზე დიდი მათ შორის არის ბაზილიკა ცისტერნა. იმდენად გასაოცარია, რომ ადვილად შეიძლება საიდუმლო მიწისქვეშა ტაძარშია გერიოს.
✔ თოფქაფის სასახლე - „სათოფე სასახლე“ სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა.
✔ არქეოლოგიური მუზეუმი
• სასტუმროში მისვლა 20:00 სთ ზე.
• მზადება საახალწლოდ ♥ ♥ ♥
• საახალწლო სუფრას შემოვუსხდებით.
• მოეწყობა სხვადასხვა ტიპის გასართობი თამაშები.
• გადავცემთ სიგელებს ყველაზე მხიარულ, მეგობრულ და საყვარელ ადამიანებს.
• გადავიღებთ ფოტოებს და ბედნიერად შევხვდებით ახალ 2017 წელს. ♥
1 იანვარი - მეორე დღე
• საუზმე 09:00 სთ ზე.
• სასტუმროდან გასვლა - 11:00 სთ
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქი სულთნების სასახლე სტამბოლში, ბოსფორის ევროპულ მხარეს. აგებულია 1842-53 წლებში აბდულ-მეჯიდ I-ისთვის, რომელსაც თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი აღარ მოსწონდა და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა, რომელიც XVIII საუკუნის ევროპულ სამეფო რეზიდენციებს გაუწევდა კონკურენციას.
✔ გალათას კოშკი - ქრისტეს კოშკი. ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი. კოშკი აგებულია 1348 წელს, გენუელების მიერ კონსტანტინეპოლის ექსპანსიის პერიოდში. ამჟამად მასში დამონტაჟებულია ორი ლიფტი რომლებიც უზრუნველყოფენ მნახველთა გადაადგილებას ზედა სართულებზე, სადაც განლაგებულია ღამის კლუბი და რესტორანი, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ბოსფორსა და ძველ სტამბულზე.
✔ ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა - ისტიკლალის (დამოუკიდებლობის) ისტორიულ ქუჩაზე ასევე ძველი და ისტორიული ტრამვაი დადის, რომელიც სტამბულის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. ტრამვაის ეს ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ტაქსიმის მოედანს და ისტიკლალის ქუჩას.
✔ ეგვიპტური სუნელების ბაზარი - აქ დააგემოვნებთ სხვადასხვა სახის ტკბილეულობას.
✔ გემით გასეირნება ბოსფორზე - განმავლობაში გექნებათ საშუალება დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით, ნახავთ ევროპისა და აზიის ისტორიულ სანაპიროებს.
• სასტუმროში მისვლა 20:00 სთ
2 იანვარი - მესამე დღე
• საუზმე 09:00 სთ
• სასტუმროდან გასვლა 10:00 სთ
✔ შოპინგი სტამბულის ბაზრობაზე - აქ იაფად შეძლებთ იყიდოთ თქვენთვის სასურველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი.
✔ მსოფლიო საპატრიარქო - მსოფლიო საპატრიარქო კათედრა არის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის. ტაძარი მდებარეობს ფანარაში – სტამბოლის ერთ–ერთ ულამაზეს უბანში. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის რეზიდენცია.
• თავისუფალი დრო 16:00 სთ დან
• ათათურქის აეროპორტიდან გამოფრენა თურქეთის დროით 24:00 სთ ზე.
• თბილისში ჩამოსვლა ს დროით - 03:20 სთ ზე.
• ტურის ღირებულება –
• ტურის ღირებულებაში შედის:
✔ ავიაბილეთი ორივე მიმართულებით
✔ ტრანსფერი
✔ სასტუმრო - …
✔ საუზმე
✔ საახალწლო სუფრა
✔ გიდი
✔ ფოტოგადაღება
• შეგიძლიათ როგორც საზღვარგარეთის პასპორტის, ასევე ID ბარათის გამოყენება.
• ტურზე ჩაწერა მიმდინარეობს 5 დეკემბრამდე.
• დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელ: ლაშა.