კვირას, 4 დეკემბერს Gi TravelGE გთავაზობთ ერთდღიან ტურს თოვლიან ლომისაზე , მოვინახულებთ ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლს, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის IX-X საუკუნეების ეკლესიას.
საინტერესო , ისტორიული, ექსტრემალური , სუნთქვისშემკვრელი ხედები , ყველაფერი შენი თვალით უნდა ნახო, რადგან ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.
ტური მოიცავს : 4 დეკემბერს ვიკრიბებით სასტუმრო რედისონთ, დილით 08:00 საათზე , გავდივართ 09:30 საათზე. პირველი გაჩერება იქნება ანანურის ციხე , დავათვალიერებთ მას ,გავეცნობით ისტორიას, გავემართებით ლომისას მიმართულებით და ეკლესიისკენ ასვლას დავიწყებთ დაახლოებით 12:00 საათზე. გზა არის საკმაოდ რთული. გასათვალისწინებელია, რომ ფერდებზე იქნება თოვლი, თუმცა ეს ყველაფერი უფრო მეტად საინტერესოს და სანდომიანს ხდის ლაშქრობას.
ეკლესიისკენ გზა არის (ერთი გზა) დაახლოებით 4 კილომეტრი, ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 8-9 კმ-ია.
დღის დასასრულს, სურვილისამებრ (ხმათა უმრავლესობით) , შეგვიძლია მოვიწყოთ ვახშამი მლეთაში ან ფასანაურში და უკვე დანაყრებულები , მხიარულად და ბედნიერები გამოვემართოთ თბილისისკენ !
ერთი დღის სამყოფი საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად !
სასურველია, გეცვათ თბილი ტანსაცმელი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, რადგან მოგვიწევს თოვლიანი გზის გავლა და ასევე, წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი (დასველების შემთხვევაში)
ტურის ღირებულება შეადგენს , მოიცავს მგზავრობას , და გამყოლის მომსახურებას!
ჩაწერისათვის და დამატებითი ინფორმაციისიათვის დამიკავშირდით :
გიორგი