national delicacy

ირანის ტური გაზაფხულზე (- აპრილი)

  • ID: 27580
  • ნახვები: 17434
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/17
    დაბრუნება
    • 20/04/17
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით, "გაიცანი " გთავაზობთ 7 დღიან დაუვიწყარ მოგზაურობას ირანში. (14-20 აპრილი)

ტურის განრიგი:

14 აპრილი, პარასკევი _ პირველი დღე:

✔ გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 05:00 საათი
✔ 06:00 - 07:00 საათი - სასაზღვრო პროცედურები - აზერბაიჯანის საზღვარზე.
✔ 16:00 საათზე ჩასვლა ქალაქ ასტარაში, აზერბაიჯანი - ირანის საზღვარზე, სასაზღვრო პროცედურები.
✔ 18:00 საათისთვის გადასვლა ირანში.
✔ 19:00 საათი - დაბინავება 4 * სასტუმროში, დასვენება.

15 აპრილი, შაბათი - მეორე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 10:00 საათი - გამგზავრება ისპაჰანში.
✔ 21:00 საათზე ჩასვლა ისპაჰანში, დაბინავება 4 * სასტუმროში -

16 აპრილი, კვირა - მესამე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ ნაყშე ჯაჰანის მოედანი ისპაჰანის ცენტრში მდებარეობს. 
მოედანი გადაჭიმულია 560 მეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 165 მეტრზე — დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. თანამედროვე იერი მოედანმა მიიღო XVI საუკუნეში, როდესაც ისპაანი გახდა სეფიანების იმპერიის დედაქალაქი. 1589 წელს შაჰ აბასმა დედაქალაქი ისპაანში გადაიტანა და დაიწყო აქტიური მშენებლობა.
გახლავთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი.
✔ შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი
✔ შაჰ-აბასის მიერ აშენებული ალი-ყაფუს სასახლე.
✔ შაჰის მეჩეთი
✔ ჩეჰელსოთუნი - ორმოცსვეტიანი სასახლე
✔ ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძარი
✔ ალავერდხან უნდილაძის 33 თაღოვანი ხიდი - ხიდის აშენების ხელმძღვანელობა შაჰ-აბას პირველს მისი ერთ-ერთი უპირველესი დიდებულისა და სარდლისთვის ალავერდი-ხანისათვის უბრძანებია. ხიდის სიგრძე 300 მეტრია, სიგანე-14 მეტრი.

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

17 აპრილი, ორშაბათი - მეოთხე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში.
✔ ჯულფა - სომხური ეკლესია
✔ ,,მანარ-ე კომბანი (მოქანავე მინარეთები)
✔ აბას ოტელი და მისი ბაღი
შაჰ აბას პირველის დროს და მისთვის აშენებული უბრწყინვალესი ხუროთმოძღვრების ძეგლი დღესაც გულგრილს ვერ ტოვებს მნახველს. 
✔ ისპაჰანის ცნობილი ბაზარი

16:00 საათზე გამგზავრება შირაზში. ჩასვლა 22:00 საათისთვის, დაბინავება 4 * სასტუმროში, დასვენება. - 

18 აპრილი, სამშაბათი - მეხუთე დღე:

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ქერიმხანის სასახლე
✔ ვაქილბაზარი და აბანო
✔ ყურანის კარიბჭე
✔ საადის მავზოლეუმი
✔ ჰაფეზის მავზოლეუმი
✔ 17:00 საათი, დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო.

19 აპრილი, ოთხშაბათი - მეექვსე დღე:

✔ 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ პერსეპოლისი - სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. დააარსა დარიოს I-მა და ეს ადგილი წარმოადგენდა მეფეთ-მეფე დარიოსის არაჩვეულებრივ სასახლესა და ციტადელს (ციხე-სიმაგრე).
აქემენიდების სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა.
✔ პასაგრადე -კიროსის (ირანის იმპერიის ფუძემდებლი კამბოზთან ერთად)- აკლდამა იქნა აღმოჩენილი მე-20 საუკუნეში. პასაგრადე იყო უდაბნო, სადაც კიროსმა წყალი გაიყვანა, რაც უდიდესი მოვლენა იყო იმ ადგილისთვის, იმ დროს ამიტომაც წყლის სიმბოლოდ თევზს გამოსახავდნენ. ქვაში კი ადამიანს თევზის ფარფლებითა და ქვედა ტანით კვეთავდნენ.

14:00 საათზე გამგზავრება ქაზვინისკენ. 
23:40 საათზე - ჩასვლა ქაზვინში, დაბინავება 4 * სასტუმროში .

20 აპრილი, ხუთშაბათი - მეშვიდე დღე:

✔ 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ გამომგზავრება სკენ
✔ირანი - აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთა - 15:00 საათზე
✔ აზერბაიჯანი - ს საზღვრის გადმოკვეთა 00:00 საათი
✔ თბილისში დაბრუნების დრო: 01:00 საათი

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ 4 * სასტუმროები - 6 ღამე
✔ საუზმეები
✔ კვალიფიციური გიდი (ირანულის მცოდნე)

ფასში არ შედის დარჩენილი კვება და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს -ს.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/04/17
    დაბრუნება
    • 20/04/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა