Программа тура:საშობაო ტური წმინდა მიწაზე (02.01.15 - 09.01.15) -
(8 დღე / 7 ღამე)
(4 ღამე – ნეთანიაში, 3 ღამე – ისრაელში)
ექსკურსიები: ქრისტიანული გალილეა, ნაზარეთი, იაფა, ვიფლეემი, იერუსალიმი, მკვდარი ზღვა (სპა, სადილი)
ტურის პროგრამა:
დღე 1 (02.01): ბენგურიონის აეროპორტში ჩასვლა და განთავსება ნეთანიის სასტუმროში.
დღე 2 (03.01): ნაზარეთის მონახულება; ხარების ეკლესია; მდინარე იორდანეა – სადაც იესო ქრისტე მოინათლა; კანას გალილეა – აქ მოახდინა იესო ქრისტემ პირველი სასწაული, წყალი გადააქცია ღვინოდ; ტაბხა – ადგილი სადაც მაცხოვარმა სასწაული მოახდინა პურით და თევზით; ნეტარების მთა; დაბრუნება ნეთანიის სასტუმროში.
დღე 3 (04.01): ექსკურსია თელ ავივში; იაფა – ანტიკური საპორტო ქალაქი; წმ. პეტრეს ეკლესია; ნოეს კიდობანის მშენებლობის ადგილის მონახულება; ალმასის ბირჟის და ოპენგეიმერის სახელობის მუზეუმის მონახულება; ნეთანიის სასტუმროში დაბრუნება.
დღე 4 (05.01): ეინ ქერემი; გორნენსკის მონასტერი; ექსკურსია ვიფლეემში: ქრისტეს შობის ტაძრის მონახულება; ზეთის ხილის მთაზე მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მონახულება; გეთსიმანიაში მარიამ მაგდალინელის ეკლესია; ნეთანიის სასტუმროში დაბრუნება
დღე 5 (06.01): გეთსიმანიის ბაღის მონახულება; ბაღის ცენტრში შეგიძლიათ იხილოთ მაცხოვრის ვნების ტაძარი; ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი; საიდუმლო სერობისა და მაცხოვრის ჯვარცმის გზის მონახულება; გოლგოთა; გოდების კედელი; იერუსალიმის სასტუმროსინ განთავსება; შობის ღამე.
დღე 6 (07.01): თავისუფალი სადღესასწაულო დღე იერუსალიმში.
დღე 7 (08.01): მკვდარი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კოსმეტიკის მაღაზიის მონახულება. კეთილმოწყობილ სანაპიროზე დასვენება, გამაჯანსაღებელ სასტუმრო –სპა ცენტრში ვიზიტი, სადილი, დაბრუნება იერუსალიმის სასტუმროში.
დღე 8 (09.01): ბენგურიონის აეროპორტში გამგზავრება
ღირებულებაში შედის: ავიაბილეთი (თბილისი – თელ ავივი – თბილისი); დახვედრა აეროპორტში და განთავსება ნეთანიის სასტუმროში; რუსულენოვანი გიდის მომსახურება; კვება; ჯგუფური ექსკურსიები; დაზღვევა.
სასტუმრო ნეთანიაში: 3* – Galil, Ginot Yam, Residence
სასტუმრო იერუსალიმში: 3* – Rimonim Jerusalem, Jerusalem Inn, Park
ტური შესაძლებელია შედგეს აგრეთვე ჯგუფებისთვის
საექსკურსიო პროგრამა მრავალფეროვანი და დატვირთულია
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
ტელ: ; E- mail:
მის: ქ.თბილისი, ფალიაშვილის 110