- ტურის ხანგრძლივობა 5 დღე შეზღუდული სატელეფონო კავშირით.
- (თარიღი ზუსტი არ არის)
1. დღე : გავდივართ თბილისიდან დილის 6 საათზე ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის მიმართულებით(გასვლის ადგილი დაზუსტდება ჯგუფის შეკრების შემდეგ). მგზავრობის დრო - დაახლოებით 5 საათი. ს.მუხურში ვემზადებით სტარტისათვის. მოსამზადებელი პერიოდი - 1 საათი. მგზავრობას ვიწყებთ სამ ხიდიანი ავტომანქანით ურალით. მგზავრობის ხანგრძლივობა - 4-5 საათი. მონაკვეთის სიგრძე შეადგეს 40 კმ-ს (ის ზღ.დ 200მ-დან ვითარდება ზღ.დ 1900 მ-მდე).ურალის ბოლო წერტილამდე მისვლის შემდგომ ფეხით გასავლელი მანძილი - 250მ. ვბანაკდებით ალპურ ზონაში, მეცხვარის ქოხთან, „ნათიფურუს“ მიდამოებში.(ზღვის დონიდან 3000მ). ვანთებთ კოცონს და დროს ვატარებთ შესანიშნავად.
2. დღე : რაც შეიძლება ადრე „ვარბევთ“ ბანაკს(მცირედი წუწუნი მისაღებია:დ) და დავიძრებით ცაშკიბულის ტობავარჩხილის მიმართულებით. ფეხით სავალი ბილიკი - 8კმ. გზად გავივლით ულამაზეს ხეობასა და ალპურ მდელოებს. მოვინახულებთ მწყემსებსა და მათ ქოხს, შევჩერდებით მცირე ხნით, შემდგომ კი გზას ვაგრძელებთ ტბის მიმართულებით. გზად შესაძლებელია ამინდის ცვლილება-გაუარესება. მაგრამ ნუ შევშინდებით :დ ასევე გავივლით მარად თოვლიან ადგილებს, ზოგი ვისრიალებთ, ზოგი ვიგუნდავებთ, ზოგს ფეხი დაგვიცდება და ესე სიცილ-ხარხარით ჩავალთ ცაშკიბულის ზომოთ ნახსენებ ტბაზე. ამ დროისათვის უკვე ნანახით ემოციური ფონი არის საგრზნობლად მაღალი და ესეთ გარემოში ვშლით კარვებს და ვბანაკდებით.
3. დღე : ვდგებით ჩვენთვის სასურველ დროს და დღეს ვატარებთ ისე როგორ გაგვიხარდება.
4. დღე : უკვე გადაჩვეულზე ისევ გვიწევს დილით ადრიანად წამოხტომა, (წუწუნი მისაღებია რა თქმა უნდა :დ), აბარგება და მსვლელობის დაწყება „ჭითაგვალას“ ტბისკენ. სავალი მანძილი 3-4 კმ. მოვინახულებთ ასევე „დიდიღალის“, „კალაშისა“ და „წაქაწყარის“ ტბებს. ხოლო საღამოს კი სასიამოვნოდ დაღლილ-დაქანცულები ვუბრუნდებით პირველადი დისლოკაციის „ცაშკიბულის ტბას“ და ვიძინებთ ტკბილი სიზმრებითურთ :)
5. დღე : უკვე შეჩვეულები, თავისუფლად ვდგებით დილაადრიან, ვაწყობთ ბარგი-ბარხანას და ნაცნობი გზების გავლით ისევ ვუბრუნდებით სამანქანო გზას მმაქსიმუმ 6 საათისთვის ჩავდივართ მდ.ხობისწყლის ნაპირებთან სადაც უკვე გველოდება ძემოთ აღნიშნული ტრანსპორტი, რადგან გზის იმ მონაკვეთის გავლა „ურალთან“ ერთად არის რეკომენდირებული. შემდეგ კი დაახლოებით 40 წუთში ჩვენ თავს ამოვყოფთ ს.მუხურში სადაც დაგვხვდება მიკრო ავტობუსი. განვიტვირთებით, მოვეშვებით დავფიქრდებით, გავიხარებთ და გამოვეშურებით უკან თბილისისკენ. :)
საკონტაქტო ნომრები:
TEL:
ანნა