მოგესალმებით, 13-14-15 თებერვალს "ქართული გზა" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს სვანეთში"ლამპრობის" დღესასწაულზე და ასევე შეხვდით სიყვარულის დღეს, საყვარელ ადამიანთან ერთად სვანეთში
ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
ტურის ღირებულება:
ტურის ხანგძლივობა: 3 დღე/ 2 ღამე
: ჰაწვალი
: თეთნულდი
: მესტია
: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
: მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
: ლატალი
: ბეთქილის მჯავე წყლები
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
- სასტუმრო (გათბობით, ცხელი წყლით)
- გამყოლი
ღირებულებაში არ შედის:
- კვება
- მუზეუმის მოსაკრებელი ()
- ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროს ბილეთი
რაც შეეხება კვებას მესტიაში არის კაფე -ბარები, სადაც დააგემოვნებთ სვანურ სამზარეულოს. ასევე სასტუმროში შესაძლებელია შეუკვეთოთ საუზმე, სადილი ან ვახშამი სურვილსამებრ. ან შესაძლებელია პირველი ორი დღის საკვები მაინც წამოიღოთ. (ხარჯების შემცირების მიზნით)
გავდივართ:
ვიკრიბებით მორკინალთან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 4:00 სთ-დან.
გავდივართ 4:30სთ-ზე.
ჩვენთან დაგვიანება არ მოსულა.ტური გათვლილია დროში. გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით.(ასეთ შემთხვევაში თანხა არ დაბრუნდება).
მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე