national delicacy

ტური ვაშლოვანის ნაკრძალში - თებერვალი, კვირა.

  • ID: 28420
  • ნახვები: 13482
complogo
გაიცანი საქართველო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/02/17
    დაბრუნება
    • 26/02/17
დამატებითი ინფორმაცია

26 თებერვალს (კვირას), გთავაზობთ ერთდღიან ტურს ვაშლოვანის ნაკრძალსა და მის შემოგარენში.

07:30 საათზე გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლიდან)
09:30 საათისთვის ვიქნებით დედოფლისწყაროში და მოვინახულებთ:

✔ ვიზიტორთა ცენტრი - პირველად ვიზიტორები საინფორმაციო ცენტრში მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ
✔ ელიას მთა და წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ხედი ქოჩების ტბაზე.
✔ ხორნაბუჯის ციხეს ( ე.წ თამარის ციხე) - მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე. 
პ.ს ფეხით სასიარულო მანძილი გახლავთ ჯამში 3 კმ.

➡ მცირეოდენი (20-25 წუთიანი) შესვენების შემდგომ, 12:30საათისთვის გავემართებით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და მოვინახულებთ:
✔ თქვენს გაკვირვებას ციცაბო თიხის ფლატეებზე აშენებული მერცხლების ქალაქები და უიშვიათესი საკმლის ხეები გააგრძელებენ, რომელთა ვაშლის ხეებთან მსგავსებამ, სავარაუდოდ, ამ ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება განსაზღვრა.
✔ პანტიშარას ხეობა, რომელიც ულამაზესი ალესილებითაა გარშემორტყმული და რამდენიმე კილომეტრი გრძელდება
✔დათვის ხევის ალესილებში პრეისტორიულ ფაუნის ნახვაცაა შესაძლებელი. აქ ნახავთ მრავალი ათასწლეულის წინანდელ ქანებს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია. ასევე გაქვავებულ ნიჟარებს, მოლუსკებს, რომლებიც ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან.
✔ 18:00 საათისთვის დაბრუნება დედოფლისწყაროში, ასვლა სიღნაღში 18:30 საათისთვის და 1 საათი თავისუფალი დრო, გასეირნება სიყვარულის ქალაქში.
✔ 19:30 საათზე - გამომგზავრება თბილისისკენ და რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) დაბრუნების დრო 21:15 საათი.

ტურის ღირებულება გახლავთ . ფასში შედის:

✔ ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მიკროავტობუსით
✔ გიდი (ერთი თბილისიდან და 1 ადგილობრივი)

საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად.

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ნიკა
-------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
გაიცანი საქართველო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/02/17
    დაბრუნება
    • 26/02/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა