???????????????? Prague ✌️ <3
პრაღა – მომაჯადოებელი სამყარო♥
პრაღა ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და რამდენჯერაც არ უნდა ეწვიო ქალაქს, მაინც შეუძლებელია ყველაფრის ნახვა. ქალაქი შუასაუკუნეების ხიბლის, მუსიკის, კაფკას, კიშის, ჩეხური ლუდის შარმის მატარებელია. გაეცანით ამ მშვენიერ ქალაქს და თქვენი ინტერესების მიხედვით დატკბით მისი მრავალფეროვნებით.
???????? ლუდის -სამოთხე ანუ მამაკაცებისთვის სამოთხე და არამარტო ... :D
პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”. პრაღაში მგონი ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე წყალი ჩეხები თურმე, ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში.
პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.