კომპანია ემტური გთავაზობთ ერთკვირიან ტურს შარმ ელ შეიხში
ღირებულება ერთ ადამიანზე . ჯგუფური ჯავშნის (15+) შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
ფასში შედის
- ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისი
- 5 ღამე სასტუმროში
- 1 ღამე სასტუმროში
- ტრანსფერები და ყველა სახის სატრანსპორტო მომსახურება
- პროფესიონალი ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება
- უდაბნოს ტური და ვახშამი ბედუინებთან
- წმ. ეკატერინეს მონასტრის ტური
- ტური კუნძულზე (Tiran Island) და დაივინგი წითელ ზღვაში
- სამოგზაურო დაზღვევა
დღე 1
08:30 გაფრენა შარმ ელ შეიხის მიმართულებით. დაგხვდებათ გიდი და მიგაცილებთ სასტუმრომდე. განთავსება სასტუმროში. ლანჩი. თავისუფალი დრო. ვახშამი.
დღე 2
საუზმე. თავისუფალი დრო, შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვაზე. ლანჩი. დღის ტური - გასვლა უდაბნოში კვადროციკლებით, საღამოს ვახშამი ბედუინებთან და სპეციალური შოუ. დაბრუნება სასტუმროში შარმში.
დღე 3
საუზმე. გამგზავრება სინაზე. განთავსება სასტუმროში. ლანჩი. თავისუფალი დრო. ვახშამი. ვახშმის შემდეგ ბედუინ გიდთან ერთად გამგზავრება მოსეს მთაზე და მზის ამოსვლის შეხვედრა. დაბრუნება სასტუმროში.
დღე 4
საუზმე. დღის ტური წმ. ეკატერინეს მონასტერში. ლანჩი. გამოსვლა სასტუმროდან და გამგზავრება შარმ ელ შეიხში. განთავსება სასტუმროში და ვახშამი.
დღე 5
საუზმე. დღის ტური კუნძულზე (Tiran Island). აქტივობა - დაივინგი. ლანჩი. დაბრუნება სასტუმროში შარმში. ვახშამი.
დღე 6
საუზმე. თავისუფალი დრო სასტუმროში. შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვაზე. ლანჩი და ვახშამი.
დღე 7
შუაღამისას ტრანსფერი აეროპორტში. თბილისში დაბრუნდებით გამთენიისას.